მეტი ჩვენს შესახებ
დელოიტის შესახებ
გლობალური ქსელი
ჩვენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებს და ცვლის ადამიანთა ცხოვრებისა და მუშაობის წესს.
ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა წარმართონ საზოგადოების თითოეული სექტორი ამ რევოლუციის გზით. არსებული სტატისტიკით:
- დაწყებითი სკოლის მოსწავლეების 65 % იმუშავებს სამუშაოებზე, რომლებიც დღეს არ არსებობს
- 2030 წლისთვის, ხუთიდან ერთ მუშახელს არ ექნება საბაზისო განათლებაც კი
- 750 მილიონი მოზარდი მთელს მსოფლიოში გაუნათლებელია; აქედან 2/3 ქალია
- 2 მილიარდი სამუშაო ადგილი იქნება ავტომატიზებული 2030 წლისთვის
ჩვენ კრიტიკული გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ - სწრაფად მზარდი უფსკრული ტექნოლოგიურად მოწინავე სამყაროსა და მილიონობით ადამიანს შორის, რომელიც ამ ყველაფრისთვის მოუმზადებელია. ეს მდგომარეობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ გლობალურ ეკონომიკას, არამედ საზოგადოებას და მის კეთილდღეობას. როდესაც ხალხი ვერ აღწევს პროფესიულ წარმატებას, ისინი ვერ ახორციელებენ სრულად თავიანთ პოტენციალს, რითაც ზარალდება ბიზნესიც და საზოგადოებაც.
ინდივიდუალური და კოლექტიური კეთილდღეობისთვის, ბიზნესი საჭიროებს ახალ აზროვნებას.
"დელოიტი" არის ბრენდი, რომლიც აერთიანებს ათი ათასობით ერთგული პროფესიონალებით დაკომპლექტებულ დამოუკიდებელ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით რჩეული კლიენტებისათვის აუდიტის, საკონსულტაციო, ფინანსური რჩევების, რისკების მართვისა და საგადასახადო მომსახურების გაწევის მიზნით. ეს კომპანიები არიან დელოიტ ტუშ ტომაცუ ლიმიტედის (DTTL) წევრები, რომელიც წარმოადგენს გრანტით უზრუნველყოფილ ბრიტანულ კერძო კომპანიას. თითოეული წევრი კომპანია მომსახურებას ახორციელებს გარკვეულ გეოგრაფიულ ზონაში და ექვემდებარება იმ ქვეყნის კანონმდებლობასა და პროფესიულ ნორმატიოლ აქტებს, რომელშიც ის საქმიანობს.
ციფრები და ფაქტები
დელოიტის წევრ კომპანიებში მომუშავე 330,000 -ზე მეტი პროფესიონალი ახორციელებს: აუდიტის, საგადასახადო, საკონსულტაციო, კორპორატიული ფინანსების, რისკების მართვის და სხვა მსგავს მომსახურებას 150-ზე მეტ ქვეყანაში. დელოიტის 2020 ფინანსური წლის შემოსავალმა შეადგენდა 47,6 მილიარდი აშშ. დოლარი. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია „დელოიტი“-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „დელოიტ ტუშ ტომაცუ ლიმიტედის 2020 წლის გლობალურ ანგარიშში“:
„დელოიტი“ ციფრების მიხედვით
2020 |
2019 |
2018 |
2017 |
2016 |
2015 |
2014 |
2013 |
2012 |
2011 |
2010 |
2009 |
2008 |
|
საერთო შემოსავლები (მლრდ აშშ. დოლარი) |
$47.6 |
$46.2 |
$43.2 |
$38.8 |
$36.8 |
$35.2 |
$34.2 |
$32.4 |
$31.3 |
$28.8 |
$26.6 |
$26.1 |
$27.4 |
თანამშრომ-ლები (ათასი) |
330,000 |
312,000 |
286,000 |
263,900 |
244,400 |
225,000 |
210,400 |
200,000+ |
193,000 |
182,000 |
170,000 |
169,000 |
165,000 |
ქვეყნები |
150+ |
150+ |
150+ |
150+ |
150+ |
150+ |
150+ |
150+ |
150+ |
150+ |
150+ |
140 |
140 |
იხილეთ „2020 წლის გლობალური ანგარიში" და გაიგეთ უფრო მეტი იმ მომსახურებების შესახებ, რომელსაც სთავაზობს „დელოიტი“ ბიზნესსა და საზოგადოებას.