china competitiveness report

სტატია

კონკურენცია: სამრეწველო ზრდის ახალი ტალღის ქიმზე

ჩინეთი

ჩინეთს აქვს შესაძლებლობა გახდეს მსოფლიო ლიდერი რიგ მნიშვნელოვან სფეროებში, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი იქნება მომავალი ათწლეულების მანძილზე. დელოიტის კონკურენტუნარიანობის აღნიშნული ბოლო ანგარიში მიზნად ისახავს განიხილოს ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ისტორია უფრო ფართო პერსპექტივით და განსაზღვროს მთავარი ინდუსტრიული სექტორები, რომლებიც მდგრადი განვითარების ახალ ტალღის ფორმირებას მისცემს სტიმულს.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში არასტაბილურობისა და მსოფლიო ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მიღწევებიდან იზოლაციის მიუხედავად, ჩინეთმა შესძლო განვითარება და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამრეწველო ცენტრად ჩამოყალიბება. იგი ამჟამად მსოფლიო ფინანსების უმთავრეს წყაროსა და უძლიერეს კომერციულ ბაზარს წარმოაგდენს. თუმცა 3 ათწლეულის განმავლობაში სწრაფი ზრდისა და ტრანსფორმაციის შემდგომ ჩინეთი ამჟამად გარდატეხის ფაზაში იმყოფება. ფაქტორები, რამაც განაპირობა მისი პროგრესირება და უპრეცედენტო განვითარება გასული 30 წლის მანძილზე, აღნიშნულ ფუნქციას მომავალ წლებში ვეღარ შეასრულებენ. ამის ნაცვლად ჩინეთი ეკონომიკური ზრდის ახალი შესაძლებლობის წინაშე დგას. საერთო მოხმარების დაბალი ხარისხის პროდუქტების წარმოებიდან ქვეყანა უნდა გადავიდეს ახალ ეკონომიკაზე, რომელიც მოიცავს: ინოვაციების დანერგვას, დიზაინს, ლოჯისტიკას, ფინანსურ და კომერციულ მომსახურებებს, უმაღლეს ტექნოლოგიებსა და ბიოლოგიურ მეცნიერებებს. ანგარიში ასევე განიხილავს სახელმწიფოს როლსა და ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ტენდენციების მნიშვნელობას. 

ჩამოტვირთეთ ანგარიში

 

 

ანგარიში ჩინურ ენაზე ასევე ხელმისაწვდომია მარცხნივ, ჩამოტვირთვის ღილაკით.

ჩამოტვირთეთ ანგარიში
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?