სტატია

დელოიტის საქველმოქმედო ღონისძიება

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და ყოველწლიური საშობაო საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში, წელს დელოიტმა დახმარება გაუწია საქველმოქმედო ორგანიზაციას - „პირველი ნაბიჯი საქართველო“.

პირველი ნაბიჯი 22 წელია ემსახურება მძიმე და ღრმა გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს და მოზარდებს.
დელოიტის შემოწირულობა მოხმარდება პირველი ნაბიჯის დღის ცენტრს, რომელიც ემსახურება მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების, ასევე ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა გონებრივი ჩამორჩენის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს. ორგანიზაციის ბენეფიციარები ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და ცენტრის მომსახურებას უფასოდ იღებენ.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ ამ მნიშვნელოვან საქმეში.

გვჯერა, რომ დროის ერთ მონაკვეთში, მცირე, თუნდაც უმნიშვნელო ქმედებამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობოს მომავალში.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?