სტატია

დელოიტი გარემოს გულისთვის

22 აპრილს დელოიტის საქართველოს ოფისი შეუერთდა მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას - გარემოს გულისთვის.

კამპანია მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით დანაგვიანებული ადგილების შემცირებას და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. გარემოს გულისთვის შეიქმნა ამერიკული კამპანიის Keep America Beautiful (შეინარჩუნე ამერიკის სილამაზე) ინსპირაციით, რომელიც აშშ-ში 1953 წლიდან ხორციელდება და მრავალსექტორული თანამშრომლობის შედეგად ზრუნავს ქვეყნის სისუფთავესა და სილამაზეზე. საქართველოში, კამპანია მოუწოდებს კერძო კომპანიებს, მეწარმეებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ პირებს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში გარემოსადმი პასუხიმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას  და  თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მწვანე აქტივობების დანერგვას.

კამპანიის ფარგლებში დელოიტის თანამშრომლებმა დაასუფთავეს კრწანისის ტყე პარკის ტერიტორია.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?