legislation update

სტატია

მოსალოდნელი ცვლილებები კანონში

მოსალოდნელი ცვლილებები კანონში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს, რომელთა მიზანიცაა გარკვეული დროის განსაზღვრა, რათა შემუშავდეს ევროკავშირის დირექტივების შესაბამისი ცვლილებები და შესაძლებელი გახდეს არსებული პროფესიული ორგანიზაციების ინტერესების შეჯერება. ამასთან, ზემოთხსენებული პროფესიები დარეგულირდეს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით.

ცვლილებების მიხედვით, ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტები ნაცვლად 2015 წლის 1 იანვრისა, იმოქმედებს 2016 წლის 1 იანვრამდე. აგრეთვე, ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად სავალდებულო იქნება 2016 წლის 1 იანვრიდან. ამ პერიოდამდე კი, სუბიექტს უფლება ექნება გამოიყენოს აღნიშნული სტანდარტები.

აუდიტორების/აუდიტორული ფირმების პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრიანება 2016 წლის 1 იანვრამდე არ მოითხოვება.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?