სტატია

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) ელექტრონული სწავლება

გადმოწერე. აღმოაჩინე. განავითარე.

ჩვენი უფასო, მაღალი ხარისხის ელექტრონული სწავლების ფასს მოდულები ეხმარება მომხმარებლებს განავითარონ IFRS-ისა და IAS-ის (აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები) ძირითადი პრინციპებისა და კონცეფციების ცოდნა და გამოიყენონ ისინი პრაქტიკაში.

დელოიტმა შექმნა IFRS სავარჯიშო მოდულები, რომლებიც შემოთავაზებულია უფასოდ და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის. თითოეული მოდულის (დაახლოებითი მოცულობა: 3მბ) გადმოწერა შესაძლებელია .zip ფაილის ფორმატში და მოიცავს:

  • რეალურ სიტუაციებს, რაც მიზნად ისახავს სტანდარტის პრაქტიკული გამოყენების დემონსტრირებას
  • სექციას „Coach me“, რომელიც მომხმარებელს უხსნის პრინციპებს და თეორიულ მასალას.
  • მაგალითებს, რომელიც აჩვენებს სტანდარტის სხვადასხვა ასპექტის გამოყენებას პრაქტიკაში.
  • სწავლის გასამარტივებლად სხვა დამატებით მასალას.
  • სერთიფიკატს, თითოეული მოდულის საბოლოო ტესტის ჩაბარების შემთხვევაში. 

IFRS ელექტრონული სწავლების მოდულები ხელმისაწვდომია უფასოდ და შეიძლება იქნას გამოყენებული ნებისმიერი ადამიანის მიერ, რომელიც დარეგისტრირებულია საიტზე, თავდაპირველი ფორმის შეუცვლელად და დელოიტის საავტორო უფლებების დაცვით.

მათ, ვინც პირველად იყენებს ელექტრონული სწავლების მოდულს, დაწყებამდე სასურველია გაეცნონ „IFRS ელექტრონული სწავლების მოდულის გამოყენება“-ს, ვინაიდან ეს პატარა მოდული წარმოადგენს მთლიანი მასალის ერთგვარ შესავალს და დაგეხმარებათ სხვა მოდულების უკეთ გააზრებაში.  

„აჩვენებს, თუ როგორი იქნება ტექნიკური ბუღალტერიის ტრეინინგი მომავალში“ - ვივ ქოული. საბუღალტრო ვებ-გვერდი

დარეგისტრირდი IFRS ონლაინ სწავლებაზე

ათასობით ადამიანი, 130-ზე მეტი ქვეყნიდან უკვე დარეგისტრირდა და იყენებს მოდულებს. ბევრი მსხვილი კორპორაცია იყენებს დელოიტის IFRS ელექტრონული სწავლების მოდულებს, როგორც თავიანთი თანამშრომლების განათლების ძირითად საშუალებას და განთავსებული აქვთ სწავლების მოდულები კომპანიის შიდა ქსელში.

რეგისტრაციისათვის გადადით დელოიტის ელექტრონული სწავლების ვებ-გვერდზე და მიიღეთ წვდომა მოდულებზე.

ხელმისაწვდომი მოდულები:

  • IFRS ელექტრონული სწავლების გამოყენება
  • IAS 18 ამონაგები
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლები
  • IAS 19 დაქირავებულ მომუშავეთა გასამრჯელოები
  • IFRS 1 საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის პირველადი დანერგვა
  • IAS 21 უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგები
  • IFRS 2 წილობრივი გადახდა
  • IAS 23 სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები
  • IFRS 3 საწარმოთა გაერთიანება
  • IAS 24 დაკავშირებული მხარეები
  • IFRS 5 გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივები 
  • IAS 27 კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება
  • IFRS 8 საოპერაციო სეგმენტი
  • IAS 27 ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება (შესწორებულია 2011 წელს)
  • IFRS 9 ფინანსური ინსტრუმენტები: კლასიფიკაცია და შეფასება
  • IAS 28 ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში
  • IFRS 9 ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარების შეწყვეტა
  • IAS 28 ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში და  პარტნიორობებში (შესწორებულია 2011 წელს)
  • IFRS 10 კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები
  • IAS 29 ფინანსური ანგარიშგება ჰიპერინფლაციური ეკონომიკის პირობებში
  • IFRS 11 პარტნიორული შეთანხმებები
  • IAS 31 ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობა
  • IFRS 13 რეალური ღირებულების გამოთვლა
  • IAS 32 ფინანსური ინსტრუმენტები: წარდგენა (შესწორებულია 2011 წელს, ჩაემატა ერთმანეთის გამაბათილებელი ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მოთხოვნებ
  • IFRS მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის
  • IAS 32/39 ფინანსური ინსტრუმენტები - ნაწილი 1
  • IFRIC 12 მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმებები
  • IAS 32/39 ფინანსური ინსტრუმენტები - ნაწილი 2 (ფინანსური ოპერაციის რისკისგან დაზღვევა)
  • IAS 1 ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
  • IAS 32/39 ფინანსური ინსტრუმენტები  - ნაწილი 3 (აღიარების შეწყვეტა)
  • IAS 2 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები
  • IAS 33 შემოსავალი აქციაზე
  • IAS 7 ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება
  • IAS 34 შუალედური ფინანსური ანგარიშგება
  • IAS 8 სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები
  • IAS 36 აქტივების გაუფასურება
  • IAS 10 საანგარიშო პერიოდის შემდგომი მოვლენები
  • IAS 37 ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
  • IAS 11 სამშენებლო კონტრაქტები
  • IAS 38 არამატერიალური აქტივები
  • IAS 12 მოგების გადასახადები
  • IAS 40 საინვესტიციო ქონება
  • IAS 16 ძირითადი საშულებები
  • IAS 41 სოფლის მეურნეობა
  • IAS 17 იჯარა
   

 

დარეგისტრირდი IFRS ელექტრონულ სწავლებაზე

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?