IFRS-ზე გადაყვანის მომსახურება

მომსახურება

ფასს-ზე გადასვლის მომსახურება

მეტი გამჭვირვალობა და შედარებითობა

სულ უფრო მეტი კომპანიები იწყებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლის უპირატესობის გაცნობიერებას, მისი გამჭვირვალობისა და შედარებითობის გამო. ჩვენ გვესმის, რომ ფასს-ზე გადასვლის პროცესი შეიძლება იყოს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი, თუმცა ჩვენი გუნდი მოწოდებულია უზრუნველყოს შეუფერხებელი და უმტკივნეულო გადასვლა ახალ სტანდარტებზე.

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკების და პროცედურების განვითარებაში და ამჟამად ხელმისაწვდომ და ფასს აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციას  შორის არსებული სხვაობების აღმოჩენასა და ანალიზის ჩატარებაში.

პროცესების ცვლილება

ჩვენ გვესმის, რომ ცვლილებები ზემოქმდებას მოახდენს როგორც თქვენს ფინანსური ანგარიშგების წარმოებაზე, ისე თქვენს ბიზნეს ოპერაციებზე. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ გამოსავლის პოვნასა და სიძნელეების შემსუბუქებაში.

ბიზნესზე ზემოქმედების შემსუბუქება

თქვენს პერსონალს დასჭირდება მხარდაჭერა გადასვლის პერიოდში, რათა ჩაწვდნენ ფასს-ის ძირითად თეორიას, გაეცნონ გარდაქმნის პრაქტიკულ შედეგებს და გაიმყარონ ცოდნა.

დელოიტის აკადემია და ჩვენი შიდა ექსპერტები მზად არიან მოამზადონ თქვენს თანამშრომლებზე მორგებული სატრენინგო პროგრამა დაწყებული თეორიული ცოდნის გადმოცემიდან დამთავრებული პრაქტიკული რჩევების მიცემით, რაც მათ დაეხმარებათ მოემზადონ ფასს გადასვლაზე.

თქვენი გუნდის მხარდაჭერა