სტატია

დელოიტის ღონისძიება ყოფილი თანამშრომლებისთვის

22 ნოემბერს, სასტუმრო იოტა ჰოტელ თბილისში, დელოიტმა ყოფილი თანამშრომლების მიღებას უმასპინძლა.

მშვიდი მუსიკის ფონზე ძველ კოლეგებსა და მეგობრებს შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის მათ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში არსებული მიღწევები, გაეხსენებინათ ერთად გატარებული წლები და გაცნობოდნენ დელოიტის სიახლეებს.

ღონისძიების მსვლელობის მანძილზე, სტუმრებს საშუალება ქონდათ, ასევე, თვალყური ედევნებინათ ერთობლივი ფოტოებით გაფორმებული ვიდეორგოლისთვის და მონაწილეობა მიეღოთ სპეციალური პრიზების გათამაშებაში. საღამომ არაჩვეულებრივ გარემოში ჩაიარა.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?