სტატია

დელოიტის აუდიტის მენეჯერი მოწვეული ლექტორის რანგში კავკასიის უნივერსიტეტში

დელოიტის საქართველოს ოფისი მოხარულია გადავიდეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე

დელოიტის საქართველოს ოფისსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, 14 ნოემბერს, დელოიტის აუდიტის მენეჯერმა ილია ღუდუშაურმა, მოწვეული ლექტორის რანგში, სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „საინვესტიციო პროექტების შეფასების მეთოდოლოგია / საინვესტიციო გადაწყვეტილებები“, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. მოხარული ვართ გადავიდეთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?