არსში წვდომა

შეკითხვები

იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვები

იხილეთ სრულად

სად მოვიპოვოთ ინფორმაცია „დელოიტ“-ში არსებული ვაკანსიების შესახებ?

ინფორმაცია დელოიტში არსებული ყველა ვაკანსიის შესახებ თავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე, სექციაში კარიერა. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ არსებული ვაკანსიები და განათავსოთ თქვენი რეზიუმე ჩვენს გვერდზე  «კარიერა», ძებნისთვის აირჩიეთ თქვენი ქვეყანა, კვალიფიკაცია და დააჭირეთ ღილაკს «Enter».

გთხოვთ არ გამოიყენოთ ფუნქცია  «დაგვიკავშირდით» რეზიუმეს გაგზავნისას.

როგორ მოვიქცე, თუ ვერ მოვიძიე ჩემი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსია? 

ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი რეზიუმე სექციაში „პოტენციური ვაკანსიები“. დელოიტს აქვს 600-ზე მეტი ოფისი 150-ზე მეტ ქვეყანაში. არსებობს დიდი ალბათობა, რომ თქვენი კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსია გამოჩნდეს მომავალში. ინფორმაცია თქვენზე გაეგზავნება კადრების შერჩევის სპეციალისტებს მთელი კომპანიის მასშტაბით. ჩვენ შევადარებთ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენს მიმდინარე მოთხოვნებს და დაგიკავშირდებით შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ არ გამოიყენოთ ფუნქცია  «დაგვიკავშირდით» რეზიუმეს გაგზავნისას.

როგორ გავაგზავნო „დელოიტში“ ჩემი რეზიუმე?

წარმატების შანსის გასაზრდელად, ჩვენ გირჩევთ გაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ერთ ღია ვაკანსიაზე. ამისთვის აირჩიეთ გვერდი  «კარიერა», აირჩიეთ თქვენი ქვეყანა, კვალიფიკაცია და დააჭირეთ ღილაკს «Enter».

თუ გსურთ საერთო რეზიუმეს გაგზავნა კონკრეტულ ქვეყანაში, გადადით სექციაში  «ვაკანსიის ძებნა» და დააჭირეთ ღილაკს «Search Jobs». გვერდზე «Job Search Results» კეთდება მინიშნება კანდიდატის საერთო რეზიუმეზე.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება: ზოგიერთ ქვეყანაში კადრების შერჩევის სპეციალისტები ამ ეტაპზე არ ღებულობენ კანდიდატების რეზიუმეებს, შესაბამისად თქვენ შეიძლება ვერ ნახოთ თქვენთვის სასურველი ქვეყანა. ჩვენ გირჩევთ დაათვალიეროთ ყველა არსებული ვაკანსია და გააგზანოთ თქვენი რეზიუმე ნებისმიერზე.

თქვენი რეზიუმე გადაგზავნილი იქნება თქვენს მიერ შერჩეულ ქვეყანაში. კადრების შერჩევის დეპარტამენტის სპეციალისტები შეაფასებენ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას და დაგიკავშირდებიან შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ არ გამოიყენოთ ფუნქცია «დაგვიკავშირდით» რეზიუმეს გაგზავნისას.

ვერ ვპოულობ ჩემს ქვეყანას ძიების პარამეტრებში.

კადრების შერჩევის სპეციალისტებს ან არ აქვთ ღია ვაკანსია ან დელოიტი არ არის წარმოდგენილი ამ ქვეყანაში.

თუ თქვენ გსურთ საერთო რეზიუმეს გაგზავნა კონკრეტულ ქვეყანაში, ამისთვის აირჩიეთ გვერდი  «კარიერა», აირჩიეთ თქვენი ქვეყანა, კვალიფიკაცია და შემდგომ გადადით ბმულით საერთო პროფილზე.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება: ზოგიერთ ქვეყანაში კადრების შერჩევის სპეციალისტები ამ ეტაპზე არ ღებულობენ კანდიდატების საერთო რეზიუმეებს, შესაბამისად თქვენ შეიძლება ვერ ნახოთ თქვენთვის სასურველი ქვეყანა. ჩვენ გირჩევთ დაათვალიეროთ ყველა არსებული ვაკანსია და გააგზანოთ თქვენი რეზიუმე ნებისმიერზე.

თქვენი რეზიუმე გადაგზავნილი იქნება თქვენს მიერ შერჩეულ ქვეყანაში. ამ ქვეყნის კადრების შერჩევის სპეციალისტები შეაფასებენ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას და დაგიკავშირდებიან შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ არ გამოიყენოთ ფუნქცია  «დაგვიკავშირდით» რეზიუმეს გაგზავნისას.

როგორ გავიგო, მიიღეთ თუ არა ჩემი რეზიუმე ?

თქვენ მიიღებთ დასტურს თქვენი პროფილის მიღებასთან დაკავშირებით 24 საათის განმავლობაში, თქვენს მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მისამარათზე. თუ დასტური არ იქნა მიღებული 24 საათის განმავლონაში, ისარგებლეთ ბმულით «დაგვიკავშირდით», რომ გვაცნობოთ ამის შესახებ და ჩვენ დაგეკონტაქტებით.  

სად შეიძლება მოვიძიოთ ინფორმაცია დელოიტის პროგრამებზე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის?

ეწვიეთ გვერდს «კარიერა», აირჩიეთ თქვენი ქვეყანა, ენა, «სტუდენტები» და ძებნისთვის დააჭირეთ ღილაკს «Enter».

აღნიშნული სექცია მოიცავს ინფორმაციას სტუდენტების და კურსდამთავრებულების მიღების თავისებურებებზე, ასევე რეკომენდაციებს შერჩევის ეტაპებთან დაკავშირებით. 

სად მოვიპოვოთ ინფორმაცია სტაჟირების შესახებ?

სტაჟირების ვარიანტები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მეტი ინფორმაციის მისაღებად და სტაჟირების განაცხადის წარსადგენად,  ეწვიეთ გვერდს «კარიერა», აირჩიეთ თქვენი ქვეყანა, ენა, «სტუდენტები» და ძებნისთვის დააჭირეთ ღილაკს «Enter».

მონაწილეობს თუ არ დელოიტი დასაქმების ფორუმებში ჩემს ქვეყანაში?

ეწვიეთ გვერდს «კარიერა», ამ გვერდიდან თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ძიება კარიერულ ღონისძიებებზე, მათი ადგილმდებარეობების და ძირეული სიტყვის მიხედვით.

თუ თქვენ ხართ სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული, შეგიძლიათ თქვენს უმაღლეს სასწავლებელში მიიღოთ ინფორმაცია, გეგმავს თუ არა და როდის გეგმავს დელოიტი შეხვედრას მათთან. 

სად მდებარეობს დელოიტის ოფისები?

დელოიტს ოფისები აქვს 150-ზე მეტ ქვეყანაში. იმისათვის რომ იპოვოთ კონკრეტული ოფისი, ეწვიეთ გვერდს «გლობალური ოფისების ცნობარი» და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ქვეყანა.

როგორ გავარკვიო ჩემი კვალიფიკაცია და გამოცდილება დელოიტის რომელ დეპარტამენტს ესაჭიროება? 

ჩვენი კომპანიის სრტუქტურასა და ქვეგანაყოფებზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს  «კარიერა» (სად გსურთ დაიწყოთ თქვენი კარიერა), რომელიც მოიცავს სრულ ჩამონათვალს, ჩვენს მიერ განხორციელებული მომსახურებების შესახებ.   

სად მოვიპოვოთ ინფორმაცია დელოიტის კორპორატიულ კულტურაზე?

დელოიტის სხვადასხვა ოფისების კორპორატიულ კულტურაზე ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ სექციაშ«კარიერა» (კორპორატიული კულტურა).

ანხორციელებს თუ არა დელოიტი სასწავლო პროცესის მხარდაჭერას?

დელოიტის წარმატება განპირობებულია საუკეთესო თანამშრომლების მიღებით და შემდგომ მათი განვითარების ინვესტირებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა პირობას თქვენს კარიერულ გზაზე მიზნების მისაღწევად. ინფორმაცია საერთაშორისო და ადგილობრივ ინიციატივებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ სექციაში «კარიერა».

როგორ ხორციელდება შერჩევის პროცესი?

ზოგადად შერჩევის პროცესი უმნიშვნელოდ განსხვავდება ქვეყნებისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. როგორც წესი, თქვენი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი კადრების შერჩევის სპეციალისტებისთვის. ისინი შეადარებენ თქვენს გამოცდილებასა და კვალიფიკაციას იმ ვაკანსიის მოთხოვნებს, რომელზეც წარადგინეთ რეზიუმე და დაგეკონტაქტებიან თუ ის მიღებული იქნა განსახილველად. ასევე თქვენი ინფორმაცია შენახული იქნება კადრების მონაცემთა ბაზაში მომავალი განხილვისთვის.

როგორ მოვემზადო „დელოიტი“-ს ინტერვიუსთვის? 

ეწვიეთ გვერდს «კარიერა» რომელიც მოიცავს ყველა საჭირო რეკომენდაციას, რაც დაგეხმარებათ კარგი შთაბეჭდილების მოხდენაში.

 

 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?