არსში წვდომა

რჩევები გასაუბრებისას

შვიდი მთავარი რჩევა გასაუბრებისას

გინდათ მოახდინოთ კარგი შთაბეჭდილება გასაუბრებისას? ეს შვიდი რჩევა დაგეხმარებათ, რომ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თავი.

იხილეთ სრულად

1.    თქვენი საშინაო დავალება

ჩვენზე შთაბეჭდილებას ახდენს, როდესაც ვხედავთ, რომ კანდიდატმა დრო დახარჯა და მოიძია ჩვენს შესახებ ინფორმაცია. რადგან ჩვენს საიტს ესტუმრეთ, აშკარაა იცით მისი მნიშვნელობა, დაათვალიერეთ ის და გაიგეთ იმდენი, რამდენიც ძალგიძთ. რაც უფრო მეტად მოემზადებით ინტერვიუსთვის, მით უფრო მინიმუმამდე შესძლებთ დაიყვანოთ თქვენი ნერვიულობა.

2.    მოახდინეთ შთაბეჭდილება

იქონიეთ შესაბამისი სამოსი. თუ ეჭვი გეპარებათ ჩაცმულობის სტილში, ჩაიცვით წარმოსადეგად. ბოლო ტენდენციები გვკარნახობს ბიზნეს-თავისუფალ სამოსს, თუმცა უფრო მისაღებია საქმიანი კოსტიუმის ტარება. თუ გინდათ საქმიანად გამოიყურებოდეთ, გვაჩვენეთ ეს.

და გახსოვდეთ...შთაბეჭდილებას ქმნის არა მხოლოდ ის თუ რას საუბრობთ, არამედ როგორ წარმოადგენთ საკუთარ თავს. იყავით თავდაჯერებული, ხელი ჩამოართვით მტკიცედ და შეინარჩუნეთ თვალებით კონტაქტი. ინტერვიუს დროს იჯექით და იყავით კონცენტრირებული. გონება თუ გაგირბით, ეს შესამჩნევია.

3.    იყავით დარწმუნებული

გაწონასწორებულობას ბიზნესის სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს და ინტერვიუ არის კარგი საზომი იმისა, თუ როგორ უმკლავდებით ზეწოლას. თქვენ ხომ არ გსურთ რომ გეტყობოდეთ ნერვიულობა? ამავდროულად ძალიან არ მოდუნდეთ. შეინარჩუნეთ პროფესიონალიზმის სათანადო დონე ქედმაღლობის გარეშე. საუკეთესო რჩევაა იყოთ ის ვინც ხართ. თქვენ კარგი მოსაუბრე და სიმპატიური ადამიანი ხართ და გამოავლინეთ ეს ინტერვიუს დროს. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც სრულად გამოავლენენ შესაძლებლობებს ჩვენს გარემოში.   

4.    დასვით შეკითხვები

თუ თქვენ გამოავლენთ სურვილს გაიგოთ მეტი იმის შესახებ თუ ვინ ვართ და რას ვსაქმიანობთ, ეს გვაფიქრებინებს, რომ თქვენ ნამდვილად დაინტერესებული ხართ. იმის გათვალისწინებით, თუ რა კითხვებს დასვავთ, დამტკიცდება საშინაო დავალება შესრულებული გაქვთ თუ არა. ინტერვიუს წინ დარწმუნდით, რომ მომზადებული გაქვთ კითხვები იმ საკითხებზე, რომლებსაც შესაძლოა არ შევეხოთ ინტერვიუს დროს.

5.     „გაყიდეთ“ თავი

თქვენმა კვალიფიკაციამ გაგიღოთ ახალი შესაძლებლობების კარი. დარწმუნებით ისაუბრეთ თქვენს გამოცდილებაზე, რომელიც მიიღეთ მუშაობისა და სწავლის პერიოდში. ჩვენთვის საინტერესოა კონკრეტული მაგალითები იმის შესახებ, თუ რა წვლილი შეიტანეთ ამა თუ იმ ორგანიზაციაში მუშაობისას ან რა გამორჩეული ცოდნა მიიღეთ. ჩვენ ვხედავთ პოტენციალს თქვენში, ასე რომ „გაყიდეთ“ თქვენი თავი, თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენის გზით.

6.    მიიღეთ განმარტებები

თუ შეკითხვა გაუგებარია თქვენთვის, არ მოგერიდოთ... თხოვეთ რომ გაგიმეორონ. თქვენ გაქვთ დიდი შანსი, რომ გასცეთ საუკეთესო პასუხი, თუ ზუსტად იცით რას გეკითხებიან.  

7.    გაითვალისწინეთ ეთიკის მოთხოვნები

კარგი ეტიკეტია, როდესაც მადლობას უხდით ინტერვიუერებს მათი დროისთვის. დარწმუნდით რომ მიიღეთ სავიზიტო ბარათები პირისგან ან პირებისგან ინტერვიუს შემდეგ და რაც შეიძლება სწრაფად გააგზავნეთ მადლობის წერილი. ეს დაგვარწმუნებს, რომ თქვენ მოგეწონათ ის, რაც მოისმინეთ ჩვენს შესახებ და რომ გსურთ გვყავდეთ მხედველობაში. 

შვიდი რჩევა გასაუბრებისას

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?