კორპორატიული კულტურა

თანამშრომლები

გიგა მესხი

ეს არის სამუშაო ადგილი, რომელიც განაპირობებს თქვენს მოტივაციას.

გიგა მესხი, აუდიტის მენეჯერი

მე დავამთავრე საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, ESM-ის ბიზნეს სკოლა და 5 წლის წინ მუშაობა დავიწყე დელოიტში, კომპანიაში სადაც შეგიძლია გაიზარდო პროფესიულად და შექმნა გრძელვადიანი კარიერა. მოსვლისთანავე აღმოვჩნდი ძლიერი და ნიჭიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გლობალურ გუნდში, რამაც შთამაგონა ასეთ გარემოში განვითარება. 

დელოიტში სწავლა და განვითარება პრიორიტეტულია, რაც დამეხმარა მიმეღო საერთაშორისო კვალიფიკაცია და მოკლე ვადაში გავმხდარიყავი ACCA-ის წევრი. ამავდროულად, დელოიტი გვთავაზობს საინტერესო სამუშაოს, რეალურ შესაძლებლობებს და მოქნილ სამუშაო გრაფიკს.  

ჩემთვის დელოიტი - ნიშნავს იყო პროფესიონალი, რადგან ჩვენ ვასრულებთ სამუშაოს მაღალი დონის სტანდარტებით, ვზრუნავთ საერთო ღირებულებებზე და ხარისხზე. ეს არის ორგანიზაცია სადაც გარემოცული ხარ  გონიერი და მომავალზე ორიენტირებული ადამიანებით.  

დელოიტი გვაძლევს შესაძლებლობებს რომ შევქმნათ ცხოვრებისეული კავშირები კოლეგებთან და კლიენტებთან, რადგან ჩვენ ვაღწევთ უკეთეს შედეგს როდესაც ვაკავშირებთ ადამიანებს და მათ ძლიერ მხარეებს ერთმანეთთან. 

ჩემთვის დიდი სიამოვნებაა დელოიტში მუშაობა, რადგან აქ ყველაფერია შესაძლებელი.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?