კორპორატიული კულტურა

თანამშრომლები

გიორგი ხარაიშვილი

დელოიტში ჩვენ ვმუშაობთ ერთ გუნდად

გიორგი ხარაიშვილი, აუდიტის მენეჯერი

დელოიტის თბილსის ოფისში მუშაობა 2008 წელს, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე. უნივერსიტეტის დამამთავრებელ წელს მივხვდი, რომ პროფესიული სერვისების კომპანიაში მინდოდა მუშაობის დაწყება და რატომღაც ყველაზე მეტად დელოიტმა დამაინტერესა. მუშაობის პირველ თვეში ჩემი არჩევანის სისწორეში დავრწმუნდი. თანამშრომელთა ერთიანობამ და გუნდურობამ მუშაობის სტიმული შემმატა და უფრო მოტივირებული გავხდი, რაც დღესაც ასევე გრძელდება. მე ვფიქრობ, ეს გარემო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია იმ მახასიათებლებს შორის, რომელიც დელოიტს სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს.

ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, მესმის, რომ დამწყები თანამშრომლები შესაძლოა ბოლომდე ნათლად ვერ გაერკვნენ თავიანთ მოვალეობებში, სამუშაომ დააბნიოს ან დააფრთხოს კიდეც, მაგრამ დამერწმუნეთ, დელოიტში მუშაობის დაწყებიდან ძალიან მალე იგრძნობთ, რომ ორგანიზაციაში არსებული ატმოსფერო უფრო თავდაჯერებულს გხდით, გიზრდით მოტივაციას, რომ იმუშაოთ და ისწავლოთ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალებისგან, რომლებიც თქვენი კარიერის განმავლობაში მუდამ მზად არიან დახმარებისა და თანადგომისათვის.

დელოიტი  სწავლისა და განვითარების უდიდეს შესაძლებლობას იძლევა.  მენტორები, გუნდის წევრები და ჩვენს გლობალურ ქსელში არსებული სხვადასხვა სასწავლო პლატფორმები ყოველდღიურად  სწავლისა და პროფესიული ზრდის უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?