კორპორატიული კულტურა

თანამშრომლები

იზა გელაშვილი

დელოიტი არის საუკეთესო კომპანია, როგორც საკუთარი ასევე სხვების პროფესიული განვითარებისთვის.

იზა გელაშვილი, ოფისის მენეჯერი

დელოიტის საქართველოს ოფისში მისი დაფუძნების დღიდან ვმუშაობ. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი გზა ოფისის მენეჯერობამდე არ იყო მოკლე. თბილისში ოფისამდე ვმუშაობდი დელოიტის მოსკოვის ოფისის აუდიტის დეპარტამენტში უფროსი აუდიტორის და საგადასახადო დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე. ასევე ვმონაწილეობდი საკონსულტაციო დეპარტამენტის პროექტებში.

მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ჩემი წარმატება დელოიტში განაპირობა იმ ნიჭიერი და არაჩვეულებრივი ადამიანების გუნდმა, ვისთან მუშაობის ბედნიერებაც მხვდა წილად.

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ კომპანიაში ვიმუშავებდი ასე ხანგრძლივი პერიოდით. გულწრფელად მინდა ვთქვა, როგორც ფაქტი, რომ არასდროს არ მინანია არც ერთი დღე დელოიტში ყოფნის.

როგორც პასუხისმგებელმა პირმა ადამიანურ რესურსებზე, მინდა აღვნიშნო, რომ დელოიტი არის საუკეთესო კომპანია, როგორც საკუთარი ასევე სხვების პროფესიული განვითარებისთვის.

ბევრმა ყოფილმა თანამშრომელმა თავისი კარიერის პირველი ნაბიჯები, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწორედ დელოიტში დაიწყო და დღეს ისინი წამყვან პოზიციებზე მუშაობენ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?