კორპორატიული კულტურა

თანამშრომლები

ჯონ რობინსონი

საქართველოს დელოიტში მუშაობა უნიკალურია. მუშაობის სტილი და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება სრულიად განსხვავებული და გამორჩეულია ყველასგან, სადაც კი მიმუშავია.

ჯონ რობინსონი, მმართველი პარტნიორი

მე დავიწყე ჩემი კარიერა დიდ ბრიტანეთში. ბუღალტერიასა და აუდიტში ჩემი სამუშაო წინსვლის შემდგომ, გადავწყვიტე გამომეყენებინა ჩემი კვალიფიკაცია საზღვარგარეთ. იმ დროს ვფიქრობდი რომ ეს იქნებოდა 2 ან 3 წლიანი თავგადასავალი, რომელიც საშუალებას მომცემდა გავზრდილიყავი როგორც პროფესიონალად ისე პიროვნულად, თუმცა ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ 20 წლის შემდეგაც კი ვიცხოვრებდი და ვიმუშავებდი საზღვარგარეთ.

მუშაობამ პროფესიული მომსახურების გლობალურ კომპანიებში და საერთაშორისოდ აღიარებულმა კვალიფიკაციამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე და ჩემს არჩევანზე, მომეცა საშუალება მემოგზაურა და მემუშავა მნიშვნელოვან ქვეყნებში, მიმეღო გამოცდილება ხალხისაგან, ადგილებისაგან და მოვლენებისაგან, რაც არც თუ ისე ბევრ ადამიანს ხვდა წილად.

თავს ვგრძნობ პრივილეგირებულად, რადგან ვმუშაობ დელოიტის საქართველოს ოფისში  და ახლა მე მაქვს საშუალება ვიყო გამოცდილების გაზიარების ინსტრუმენტი ახალი თაობის პროფესიონალებისათვის. ჩემი გამოცდილებით და ადგილობრივი პროფესიონალების ცოდნით, ჩვენ ერთად ვანვითარებთ ჩვენს პრაქტიკას და  ვქმნით მომავლის გუნდს.

საქართველოს დელოიტში მუშაობა უნიკალურია. მუშაობის სტილი და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება სრულიად განსხვავებული და გამორჩეულია ყველასგან,  სადაც კი მიმუშავია. გუნდის შინაგანი კულტურისა, თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმისა და გუნდის სულისკვეთების გამო საქმის კეთება ადვილია.  

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?