კორპორატიული კულტურა

თანამშრომლები

ლეონტ ჯანაშია

ის რაც დელოიტში მომწონს, არის აქ არსებული სამუშაო გარემო. მუშაობისას ყოველთვის გრძნობ, რომ საჭირო ხარ და კარგად იცი, რას აკეთებ. ვფიქრობ, რომ პიროვნებამ თავისი პროფესიული საქმიანობა უნდა დაიწყოს ძლიერ კომპანიაში, რომელიც გაძლევს სწავლის, განვითარებისა და საკუთარი იდეების განხორციელების საშუალებას და სადაც ხარ პერსონალის წევრი, რომელიც ზრუნავს შენს მომავალზე - სწორედ ამიტომ დელოიტი საუკეთესო არჩევანია.

ლეონტ ჯანაშია, FAS მენეჯერი

კარიერა დიდი ოთხეულის ერთ-ერთ კომპანიაში 2007 წელს დავიწყე, მას შემდეგ რაც მოვიპოვე ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დარგში. პროფესიული მომსახურების ფირმაში მუშაობა დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული და ამასთანავე, თანამშრომელს უქმნის მოტივაციას. დელოიტში მუშაობა 2013 წელს დავიწყე, რამაც დიდად შეუწყო ხელი ჩემს პროფესიულ განვითარებას.

დელოიტში მუშაობისას მუდმივად დატვირთული ხარ ტრენინგებით, სოციალური ღონისძიებებითა და საინტერესო შეხვედრებით. თავდაპირველად შენ იღებ უამრავ ინფორმაციას, იმდენად რამდენადაც კომპანია და თანამშრომლები შენს განვითარებაზე მუშაობენ, შემდგომში კი თავად მონაწილეობ თანამშრომლების განვითარების პროცესში და საკუთარი წვლილი შეგაქვს სწავლების პროცესის პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდაში. 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?