six mistakes not to make

კორპორატიული კულტურა

6 შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ გასაუბრებისას

მაკლ ნისის რჩევები

რთულია თავი აარიდოთ შეცდომებს გასაუბრებისას, თუ მათ არ იცნობთ. იხილეთ 6 ტიპიური შეცდომა, რომლებსაც უნდა ერიდოთ.

იხილეთ სრულად

პირველი შეცდომა: გასაუბრება არ უნდა მივიჩნიოთ დაკითხვად

კანდიდატების უმრავლესობა გასაუბრებას დაკითხვად მიიჩნევს, სადაც ერთი მხარე კითხვებს სხვამს, ხოლო მეორე პასუხობს. კანდიდატი, რომელიც ამ განწყობით მიდის გასაუბრებაზე, თავს არიდებს შეკითხვების დასმას და  ინტერვიუერს გამომძიებლის როლში ტოვებს. გასაუბრება საქმიანი დიალოგია, სადაც ორივე მხარემ უნდა დასვას და უპასუხოს შეკითხვებს. უმჯობესია გასაუბრებაზე წინასწარ მომზადებული შეკითხვებით მივიდეთ.

მეორე შეცდომა: სუსტი მხარის წარმოჩენა პოზიტიურ თვისებად

ინტრევიუერები ხშირად ეკითხებიან კანდიდატებს, თუ რა არის მათი სუსტი მხარე. სისუსტის პოზიტიურ თვისებად წარმოჩენა ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი. ამის მაგივრად შეგიძლიათ დაასახელოთ ის უნარი, რომლის გაუმჯობესება გსურთ და აღნიშნოთ, თუ რას აკეთებთ ამის მისაღწევად. ინტერვიუერები ნაკლებად ახდენენ ფოკუსირებას თქვენს სისუსტეებზე, მათ აინტერესებთ თუ როგორ გაართმევთ თავს აღნიშნულ შეკითხვას, რაც საკმაოდ ბევრს მეტყველებს თქვენზე.

მესამე შეცდომა: შეკითხვების არქონა 

როდესაც გასაუბრება სრულდება, ინტერვიუერი გეკითხებათ გაქვთ თუ არა შეკითხვები? უარყოფითი პასუხი მეტყველებს იმაზე, რომ ან არ ხართ სათანადოდ მომზადებული ან არ ხართ დაინტერესებული. გასაუბრებამდე აუცილებლად მოამზადეთ 5 შეკითხვა, რომელსაც დასვამთ გასაუბრების ბოლოს. მაგალითისათვის, კარგი შეკითხვაა: „შეგიძლიათ მიამბოთ თქვენი კარიერის შესახებ?“ ყველას მოსწონს საკუთარ თავზე საუბარი, ასე რომ ეს შეკითხვა შეგიძლიათ მშვიდად დაუსვათ თქვენს ინტერვიუერს.

მეოთხე შეცდომა: კომპანიის შესწავლა და არა საკუთარი თავის

როდესაც კანდიდატები გასაუბრებისთვის ემზადებიან, ისინი ცდილობენ შეისწავლონ კომპანია და არ ახდენენ კონცენტრირებას საკუთარ გამოცდილებაზე, ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე.  ინტერვიუერი, როგორც წესი, გასაუბრებას იწყებს შეკითხვით: „მოგვიყევით თქვენს შესახებ“. თუ თქვენი მიღწევების მოკლე ჩამონათვალს გააკეთებთ, ეს საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ შეკითხვას თქვენი გამოცდილების შესახებ სწრაფად და მარტივად უპასუხოთ. ნუ ისაუბრებთ ბევრს, აღნიშნეთ თქვენი აკადემიური და პროფესიული მიღწევები, რომლებიც დამსაქმებელს დააინტერესებს.

მეხუთე შეცდომა: არ დატოვოთ მობილური ტელეფონი ჩართული 

ჩვენ ვცხოვრობთ უაღრესად განვითარებული მაღალი ტექნოლოგიების  ეპოქაში, თუმცა გასაუბრებაზე ჩართული ტელეფონით შესვლა ნამდვილად შეუფერებელია.  გამორთეთ ტელეფონი ოფისში შესვლამდე.

მეექვსე შეცდომა: ზარის მოლოდინი 

სანამ გასაუბრებას დაასრულებთ, იკითხეთ თანამშრომელთა აყვანის შემდეგი ეტაპების შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ სწორად დაგეგმოთ თქვენი შემდგომი ქმედებები. დამატებითი შეკითხვები შეგიძლიათ გადაუგზავნოთ ინტერვიუერს ელ.ფოსტის საშუალებით გასაუბრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

 

წყარო: „6 შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ გასაუბრებისას“, მაიკლ ნისი, career-advice.monster.com

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?