სტატია

რას უნდა ელოდოთ ჩვენი შერჩევის პროცესისგან

ჩვენი შერჩევის პროცედურა იძლევა თანაბარ შესაძლებლობებს, თქვენთვის რათა გაიგოთ მეტი ჩვენზე და ჩვენთვის - თქვენი შეფასებისთვის. არსებობს მთელი რიგი ეტაპები, რომელთაგან თითოეული მოგცემთ შესაძლებლობას მეტი ინფორმაცია მიიღოთ ჩვენზე. გთხოვთ გამოიყენოთ შესაძლებლობა დაგვისვათ შეკითხვები, როგორც ჩვენზე, ასევე ჩვენს ვაკანსიებზე.

ფართო შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა დელოიტი ნიშნავს იმას რომ არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომლებსაც ვიყენებთ, რათა დავრწმუნდეთ რომ შერჩევის პროცესი ხორციელდება პატიოსნად და ხარისხიანად. ზოგადად, შერჩევის პროცესი ხორციელდება შემდეგ ეტაპებად:   

პირველადი შერჩევა – როდესაც თქვენ განათავსებთ რეზიუმეს ჩვენ ონლაინ პორტალზე, თქვენი რეზიუმე გაეგზავნება კადრების შერჩევის დეპარტამენტის სპეციალისტს, რომელსაც ეს ვაკანსია ეხება. სპეციალისტები შეაფასებენ თქვენი გამოცდილების შესაბამისობას გამოცხადებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან. რაც უფრო მეტ ინფორმაციას წარმოადგენთ, რაც ცხადყოფს თქვენ შესაბამისობას ღია პოზიციაზე, მით უკეთ შევძლებთ შევაფასოთ რამდენად შეესაბამებით ამ პოზიციას.  

ინტერვიუ – ჩვენი ინტერვიუ მიზნად ისახავს კანდიდატის შეფასებას, უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. როგორც წესი ინტერვიუს დროს თქვენ ხვდებით ერთ ან რამოდენიმე სპეციალისტს. ეს გაძლევთ შესაძლებლობას დასვათ შეკითხვები და მიიღოთ მეტი ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის და კულტურის შესახებ და აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები.

ტესტირება – რიგი პოზიციების თავისებურებების გამო, ზოგჯერ აუცილებელია თქვენი უნარ-ჩვევების პრაქტიკული შეფასება. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს ფსიქომეტრიულ შეფასებას, უნარების შეფასებას ან ბიზნეს-პორთველის გადაწყვეტას.     

საბოლოო ინტერვიუ – როგორც წესი, თქვენ შეხვდებით იმ სფეროს დირექტორს ან პარტნიორს, რომლის ფარგლებშიც გამოცხადდა ვაკანსია. ამ ინტერვიუს ფარგლებში განხილული იქნება თქვენი გამოცდილება და უნარები, დელოიტში თქვენი კარიერული ზრდის შესაძლებლობების გათვალისწინებით.  

ჩვენ დაგიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით შერჩევის ყველა ეტაპზე. განაცხადის წარდგენისას გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ მიუთითეთ აქტუალური საკონტაქტო მონაცემები.  

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?