where do you fit in deloitte careers

სტატია

ჩვენი მომსახურება

სად გსურთ დაიწყოთ თქვენი კარიერა?

თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა დაიწყოთ კარიერა დელოიტის აუდიტის, საგადასახადო და იურიდიულ, საკონსულტაციო დეპარტამენტებში. ყველა იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი კორპორატიული კულტურისათვის, ასევე სხვადასხვა სახის სწავლებისა და განვითარების პროგრამების გამო, გასაგებია თუ რატომ ირჩევენ სტუდენტები დელოიტს თავისი კარიერის დასაწყისად.

იხილეთ სრულად

ჩვენი მომსახურება

"დელოიტი"-ს ქსელში შემავალი კომპანიები, მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობენ კლიენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუდიტის, საკონსულტაციო მომსახურების, ფინანსური რჩევების, რისკების მართვისა და საგადასახადო მომსახურების გაწევის მიზნით.

ჩვენს სპეციალისტებში შერწყმულია პროფესიონალიზმი, სხვადასხვა სფეროს ღრმა ცოდნა და გამოცდილება, რაც ხელს უწყობს ჩვენი კლიენტების წარმატებას, მიუხედავად მათი საქმიანობისა და ადგილმდებარეობისა.

დელოიტი სთავაზობს თავის თანამშრომლებს პროფესიული ზრდის უსაზღვრო შესაძლებლობებს. რაიმე მიზეზით თქვენი არჩევანი თუ შეიცვლება ან თქვენთვის საინტერესო გახდება კომპანიის სხვა დეპარტამენტში მუშაობა, დელოიტი მოგცემთ შანსს გამოსცადოთ თავი ახალ სფეროში.

კომპანიის ახლანდელი და მომავალი წარმატების საწინდარი ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და მიზანსწრაფვაა.

აუდიტი

თანამედროვე პირობებში, როდესაც კომპანიების საქმიანობა ორიენტირებულია საერთაშორისო ბაზრებზე, ბევრი მათგანისთვის მნიშვნელოვანია მოიპოვონ და შეინარჩუნონ ინვესტორების ნდობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მომსახურება არ უნდა შემოიფარგლებოდეს აუდიტის განხორციელებით და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვის გარანტიით.

ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობისას, ჩვენ ვახორციელებთ არა მარტო ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, ასევე ვეხმარებით მიზნების მიღწევაში, რისკების მართვის ეფექტურობისა და ბიზნესის გამჭვირვალობის ზრდაში.

ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს მომსახურების სრულ სფექტრს, რომელიც უზრუნველყოფს მათი ფინანსური ინფორმაციისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებას, ასევე ვეხმარებით აქციონერებს ბიზნესის რეალურ შეფასებაში. ახალი ტექნოლოგიების ფართო გამოყენება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ აუდიტი შედარებით მოკლე ვადებში, ვიდრე ამას ანხორციელებენ სხვა კომპანიები. ამის გამო ჩვენ სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ დელოიტს უჭირავს განსაკუთრებული ადგილი წამყვან აუდიტორულ კომპანიებს შორის.

აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურა:

  • ენერგეტიკული და სამთო მომპოვებელი კომპანიების მომსახურე ჯგუფი
  • სამრეწველო და სამომხმარებლო კომპანიების მომსახურე ჯგუფი
  • მაღალი ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების, გასართობი სფეროს მომსახურე ჯგუფი
  • ფინანსური ინსტიტუტების მომსახურე ჯგუფი
  • რისკების მართვის ჯგუფი

რისკების მართვის მომსახურება

სწაფად მზარდ ეკონომიკურ და სამართლებრივ პირობებში აუცილებელია მუდმივად მიექცეს ყურადღება რისკების გამოვლებას, შეფასებას და მათ მართვას. კომპანიის საწარმოო, მმართველობითი და ტექნოლოგიური რისკების ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვანია საწარმოო-ეკონომიკური პროცესების ყველა დეტალში კარგად ინფორმირებული სპეციალისტების კონსულტაცია.

ორგანიზაციის რისკების მართვის ჯგუფი უზრუნველყოფს კლიენტების საკონსულტაციო მომსახურებას ყველა იმ რისკების მართვაში, რომლებიც შეიძლება წარმოეშვას კომპანიას სხვადასხვა დონეზე, სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური და რეპუტაციის დაკარგვის რისკების ჩათვლით.

ჩვენი ექსპერტები ყოველთვის ითვალისწინებენ კლიენტების სტრატეგიულ ინტერესებს და უზრუნველყოფენ მომსახურებას მათი მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს მიმართულს რისკის ფაქტორების გამოვლენისა და შეცვლისკენ, ასევე არსებული სისტემების და ბიზნეს პროცესების შესაბამისობას ტექნიკურ მოთხოვნებთან, საწარმოს სანდოობისა და ეფექტურობის ამაღლების მიზნით.  

საგადასახადო და იურიდიული მომსახურება

„დელოიტი“ სთავაზობს თავის კლიენტებს სრულად ინტეგრირებულ საგადასახადო მომსახურების ფართო სპექტრს. ჩვენი მიდგომა აერთიანებს ბიზნესისა და სხვადასხვა დარგების ღრმა ცოდნასა და ინოვაციებს, რათა დავეხმაროთ კომპანიებს მიაღწიონ წარმატებას მსოფლიო მასშტაბით.

არჩევანს ჩვენს დეპარტამენტზე თუ გააკეთებთ, მოგიწევთ კლიენტთან მჭიდრო თანამშრომლობით გადაჭრათ ბიზნესის ეფექტურობის ამაღლების ამოცანები საგადასახადო და იურიდიული კუთხით. ასევე კლიენტის საგადასახადო შემოწმების და საგადასახადო სისტემების შეფასების სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებისა და მოთხოვნების დაცვის კონტროლი.  

 

ჩვენი კლიენტები საქმიანობენ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, ამიტომ დეპარტამენტის შიგნით შექმნილია მრავალფუნქციური დარგობლივი მიმართულებები. ჩვენი სპეციალისტები ეხმარებიან კომპანიებს რთული ამოცანების გადაწყვეტაში, დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით:

  • ფინანსური ინსტიტუტები
  • მაღალი ტექნოლოგიები, მედია და ტელეკომუნიკაცია
  • ენერგეტიკა და მომპოვებელი მრეწველობა
  • უძრავი ქონება
  • ინდუსტრიული და სამომხმარებლო სექტორი

სადადასახადო და იურიდიული დეპარტამენტი დაყოფილია  როგორც დარგობლივი, ასევე საგადასახადო მომსახურების ნიშნით:

  • კორპორატიული დაბეგვრის ჯგუფი
  • საერთაშორისო დაბეგვრის ჯგუფი
  • შერწყმისა და შესყიდვის მომსახურების ჯგუფი
  • ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მომსახურების ჯგუფი
  • საგადასახადო დავების მომსახურების ჯგუფი
  • ფასწარმოქმნის მომსახურების ჯგუფი
  • ბუღალტრული და საგადასახადო ანგარიშგების მომსახურების ჯგუფი
  • ფიზიკური პირების დაბეგვრის მომსახურების ჯგუფი
  • საბაჟო და არაპირდაპირი გადასახადების მომსახურების ჯგუფი
  • იურიდიული ჯგუფი

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი დარგი თქვენი სურვილისამებრ. დაწვრილებითი ინფორმაცია არჩეული დარგის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი თანამშრომლებისგან უშუალო ურთიერთობის დროს, ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან.  

იმისათვის, რომ გახდეთ საგადასახადო დეპარტამენტის პროფესიონალი თანამშრომელი, პირველ რიგში უნდა შეგეძლოთ გუნდური მუშაობა და იყოთ მიზანდასახული სწავლებისა და პროფესიული ზრდისთვის. ასევე მოითხოვება ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა, ასევე უნდა შეგეძლოთ მთავარ კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობა. საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა მისასალმებელია.

საკონსულტაციო მომსახურება

საკონსულტაციო მომსახურების დეპარტამენტი სთავაზობს კლიენტებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს მმართველობით საკითხებში და მათი განხორციელებისთვის იყენებს დელოიტის ძლიერ გლობალური ქსელს. ჩვენი დარგობლივი სპეციალიზაცია და უდიდესი გამოცდილება ეხმარება კლიენტებს წარმატებით გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები და მყისიერი რეაგირება მოახდინონ ბაზარზე არსებულ რისკებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე სხვადასხვა ქვეყნებში.  დელოიტმა ჩამოაყალიბა ყველაზე ძლიერი სტრატეგიული საკონსულტაციო მომსახურების მიმართულება მსოფლიოში, ასევე მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეგანაყოფი საინფორმაციო ტექნოლოგიების საკონსულტაციო მომსახურების სფეროში (ბიულეტენი «Consulting News» შესაბამისად).

აღნიშნულ დეპარტამენტში მუშაობისას, თქვენ მოგიწევთ კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოთ მათი წარმატება შემდეგ სფეროებში:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მომსახურების სფერო
  • სტრატეგიული და საოპერაციო საქმიანობა 
  • უწყვეტი მომარაგების მართვა
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • საკონსულტაციო მომსახურება ფინანსური მენეჯმენტისთვის და სხვა 

 

ამისათვის პირველ რიგში უნდა შეგეძლოთ გუნდური მუშაობა და გქონდეთ უნარი ეფექტური და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შეთავაზების. პროექტები შეიძლება იყოს რეგიონალური ან გლობალური ხასიათის და მოიცავდეს მჭიდრო თანამშრომლობას კლიენტის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან.

საკონსულტაციო დეპარტამენტის სტრუქტურა:

  • ბიზნეს წინადადებების დანერგვა და მხარდაჭერა
  • საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესება
  • სტრატეგიული კონსულტირება
  • ფინანსური მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურება
  • უწყვეტი მომარაგების მართვის მომსახურება
  • ადამიანური რესურსების მართვის მომსახურება
  • ტექნოლოგიური ინტეგრაციის მომსახურება
  • დარგობლივი და ინტეგრირებული გადაწყვეტილებები

 

კორპორატიული ფინანსები

დელოიტი არის ერთ-ერთი წამყვანი ფირმა მსოფლიოში, რომელიც სპეციალიზირდება კორპორატიული ფინანსების მომსახურების სფეროში. ამ პროფილის სპეციალისტები ეხმარებიან კლიენტებს გადაწყვიტონ მრავალი საკითხი დაკავშირებული სტრატეგიულ ზრდასთან, მათ შორის ახალი საწარმოების შესყიდვასთან, ინვესტირებისთვის ობიექტების შერჩევასთან, ბიზნესის განვითარების დაფინანსებასთან, აქციონერებს შორის ქონებრივ დავასთან, ბიზნესიდან აქციონერების გასვლასთან და ა.შ. 

აქედან გამომდინარე ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს სტრატეგიულ და ფინანსურ კონსულტირებას ეკონომიკური ციკლის ყველა ფაზაში.

კორპორატიული ფინანსების დეპარტამენტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობს მომსახურების ხუთი საერთაშორისო მიმართულება, რომელთა მთავარი მიზანია აქციონერებისთვის კომპანიის ფასის ზრდა.

ჩვენ კლიენტებს შორის არიან ქართული და უცხოური საწარმოები, საშუალო და მსხვილი ბანკები, საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები, საინვესტიციო ფონდები და სხვა ინვესტორები.

კორპორატიული ფინანსების დეპარტამენტის სტრუქტურა:

  • შემფასებელთა ჯგუფი
  • გარიგების თანმხლები ჯგუფი
  • ფინანსური კონსულტაციების ჯგუფი

ბიზნესის მხარდამჭერი დეპარტამენტები

ამ დეპარტამენტების საქმიანობა მიმართულია კომპანიების ძირითადი საქმიანობის მხარდასაჭერად. ბიზნესის მხარდამჭერ დეპარტამენტებს მიეკუთვნებიან:

  • პერსონალთან მუშაობის დეპარტამენტი
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი
  • ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი
  • უძრავი ქონების და კორპორატიული მომსახურების დეპარტამენტი
  • ფინანსური დეპარტამენტი
  • იურიდიული დეპარტამენტი

ჩვენს თანამშრომლებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიქმნან წარმატებული კარიერა არა მარტო კლიენტების პროფესიული მომსახურების, არამედ ბიზნესის მხარდამჭერ დეპარტამენტებშიც.   

ისევე როგორც დელოიტის ყველა სხვა დეპარტამენტში ადმინისტრაციული სფეროს ვაკანტურ ადგილებზეც არსებობს მოთხოვნების გარკვეული ჩამონათვალი, კერძოდ: საერთო წარმოდგენა კომპანიის მიერ განხორციელებული მომსახურებების შესახებ, მრავალფუნქციურ ჯგუფებში მუშაობის გამოცდილება, აზროვნების და მოქმედების უნარი კომპანიის სპეციფიკის გათვალისწინებით.  

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?