global powers of retailing 2015

პერსპექტივები

საცალო ვაჭრობის მსოფლიო სექტორი 2015 წელს 

ინოვაციების დანერგვა

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინოვაციების დანერგვის საკითხს და ასევე, პროგნოზირებულია მნიშვნელოვანი ტენდენციები 2015 წლისთვის მუდმივად ცვალებადი საბაზრო პირობების ფონზე საცალო ვაჭრობის დარგში.

მე-18 ყოველწლიურ ანგარიში „საცალო ვაჭრობის მსოფლიო სექტორი“ მოიცავს ინფორმაციას მსოფლიოს 250 უმსხვილესი კომპანიის შესახებ საცალო ვაჭრობის დარგში 2013 ფინანსური წლის (ასევე 2014 წლის ივნისით დასრულებული ფინანსური წლის) საჯარო წყაროებზე დაყრდნობით. ანგარიშში მოცემულია ასევე აღნიშნული კომპანიების საქმიანობის შედეგების ანალიზი გეოგრაფიული რეგიონის, მრეწველობის დარგების, ელექტრონული ვაჭრობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ანგარიში ასევე მოიცავს მსოფლიოს უმსხვილესი 50 კომპანიის მიმოხილვას ელ. საცალო ვაჭრობის დარგში. 

ანგარიში "საცალო ვაჭრობის მსოფლიო სექტორი 2015 წელს" არის უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ კომპანიების ჩამონათვალი. ანგარიშში განიხილება სტრატეგიები, რომლებსაც კომპანიები იყენებენ სექტორში მიმდინარე უარყოფით ცვლილებებზე რეაგირების მიზნით. ირა კალიში - დელოიტის მთავარი ეკონომისტი - მოგვითხრობს მსოფლიო ეკონომიკის ძირითად ტენდენციებსა და მათ გავლენაზე საცალო ვაჭრობის დარგზე. ასევე ანგარიში მოიცავს Q კოეფიციენტის ანალიზს, რომელიც გამოიყენება არამატერიალური აქტივების შესაფასებლად, როგორიცაა ბრენდის რეპუტაცია და მომხმარებლების ლოიალურობა.

ანგარიშში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • დღესდღეობით საცალო ვაჭრობის სექტორი განიცდის რიგ ცვლილებებს, რომელთა შორის აღსანიშნავია 5 ძირითადი ტენდენცია: სამოგზაურო საცალო ვაჭრობა, მობილური საცალო ვაჭრობა, სწრაფი საცალო ვაჭრობა, ექსპერიმენტული და ინოვაციური საცალო ვაჭრობა.
  • მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის, რომლებიც გლობალურ ზეგავლენას ახდენენ საცალო ვაჭრობის სექტორზე, აღსანიშნავია: ფულადი პოლიტიკის ცვლილება აშშ-ში, ენერგო მრეწველობა აშშ-ში, უკრაინის კრიზისი, ჩინელი ინვესტორების მხრიდან კაპიტალდაბანდების ზრდის შეფერხება, დემოგრაფიული სიტუაციის ცვლილება და ასევე, ახალი ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენების შედეგები.
  • საკვები პროდუქტებისა და სხვა მასიური მოთხოვნის პროდუქციის გაყიდვებით დაკავებული საცალო ვაჭრობის კომპანიები ლიდერობენ მსოფლიოს 250 წამყვანი საცალო ვაჭრობის კომპანიების სიაში პროდუქციის ასორტიმენტისა და გაყიდვების მოცულობის ზრდის მიხედვით.
  • საცალო ვაჭრობის კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზარზე გაფართოება ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიად რჩება.  
  • ელექტრონული ვაჭრობის სწრაფი ზრდის მიუხედავად, მხოლოდ 2 ვიწროსპეციალიზაციის კომპანია (ელექტრული საცალო ვაჭრობის დარგში) აღმოჩნდა 250 წამყვანი კომპანიის რეიტინგში.
  • აშშ-ში მოქმედ კომპანიებზე მოდის საწარმოების დიდი რაოდენობა, რომლებიც მნიშვნელოვან შემოსავალს იღებენ არამატერიალური აქტივების წყალობით, მაშინ როდესაც იაპონიის კომპანიები შემოსავლების დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდებიან.

ჩამოტვირთეთ სრული ანგარიში და გაიგეთ მეტი.

საცალო ვაჭრობის მსოფლიო სექტორი 2015 წელს

ისარგებლეთ შავ პანელში მოცემული ისრებით გამოსახულების გასაფართოებლად ან გამოიყენეთ ჩამოტვირთვის ღილაკი მარცხნივ.

მიმდინარე წლის თემა „ინოვაციების დანერგვა“ ილუსტრირებულია  საცალო ვაჭრობის დარგის 5 ტენდენციით აღნიშნულ გრაფიკულ გამოსახულებაში.

საცალო ვაჭრობის დარგში აღინიშნება 5 ძირითადი ტენდენცია 2015 წლისთვის, რომლებიც გამოწვეულია ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებით. პირველი არის სამოგზაურო საცალო ვაჭრობა, რომელიც ცვლის მომხმარებელთა ბაზისა და აეროპორტებში არსებული სავაჭრო ცენტრების ცნების გაგებას კომპანიების მიერ გამოყენებული სტრატეგიების ფარგლებში. მეორე არის მობილური საცალო ვაჭრობის აღმოცენება, რომელიც სწრაფად მზარდ ბიზნესს წარმოადგენს და რომლის შემოსავლების ზრდამ მსოფლიო მასშტაბით 640 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მესამე ტენდენცია არის სწრაფი საცალო ვაჭრობა, რომელიც მოიაზრებს ბაზარზე პროდუქციის სწრაფ განთავსებას, სწრაფ რეაგირებასა და სწრაფ მომარაგებას. მეოთხე ტენდენცია - ექსპერიმენტული საცალო ვაჭრობა - მოიცავს „შოპინგს“, გართობას და უფრო მჭიდრო კავშირშია მომხმარებელთან. 2015 წლის ბოლო ტენდენციას კი წარმოადგენს ინოვაციური საცალო ვაჭრობის აღმოცენება, რომელიც მოწოდებულია სათანადოდ უპასუხოს კომპანიების მიერ საკუთარი რევოლუციური ტექნოლოგიების დანერგვის სიმცირეს ბაზარზე.

 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?