Anti-Bribery and Corruption Services

სტატია

მექრთამეობისა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მომსახურება 

ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს შეიმუშაონ მექრთამეობისა და კორუფციის პრევენციის შიდა რეგულაციები და პროცედურები, რომლებიც ცნობილია ასევე, როგორც "შესაბამისობა".

იხილეთ სრულად

  • ჩვენ ვეწევით მექრთამეობისა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ მომსახურებას საქართველოსა და დსთ-ს მასშტაბით
  • ჩვენ გვაქვს მექრთამეობისა და კორუფციის საწინააღმდეგო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების ღრმა ცოდნა
  • ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომელთაც სხვადასხვა დარგის მსხვილ კომპანიებში მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის მომსახურების განხორციელების გამოცდილება გააჩნიათ
  • დელოიტს განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი მექრთამეობისა და კორუფციის საწინააღმდეგო პროცესების გაძლიერების კუთხით საქართველოსა და საზღვარგარეთ

ჩვენი უპირატესობები

1.      შესაბამისობის ოფიცრის დანიშვნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მექრთამეობისა და კორუფციის საწინააღმდეგო პროცედურების განხორციელებაზე და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის ფუნქციის უზრუნველყოფა ყველა საჭირო რესურსით

2.      შიდა რეგულაციები, მათ შორის: ეთიკის კოდექსი და სპეციალური ანტიკორუფციული პროცედურები და მათი დანერგვა ოპერაციებში

3.      მამხილებელი ცხელი ხაზი და პროცედურები მხილებების განხილვისა და გამოძიებისთვის

4.      მექრთამეობისა და კორუფციის საწინააღმდეგო პროცესების ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგი

5.      თანამშრომლებისა და დაინტერესებული მხარეების შესწავლა, ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიკაციისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის რისკების თავიდან აცილების მიზნით

6.      საკონსულტაციო და ტრენინგ პროცედურები

დელოიტს შეუძლია დაგეხმაროთ მექრთამეობისა და კორუფციის საწინააღმდეგო მექანიზმების განხორციელებასა და გაუმჯობესებაში

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?