Onion back

სტატია

შეკითხვები მტკივნეულ საკითხებზე

ანალიტიკის გამოყენება კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ მოწინავე ანალიტიკის გამოყენებით ბიზნეს შედეგების მისაღებად 100 დღეზე ნაკლებ დროში, ეს წიგნი თქვენთვისაა. მზად იყავით გადაიღოთ ლამაზი სარეკლამო რგოლი და დაინახოთ ანალიტიკა შესაძლოა ჯერ-ჯერობით ულამაზო, მაგრამ პოტენციურად რევოლუციურ ხარისხში.

გაიგეთ თუ როგორ შეუძლია ანალიტიკას არასტანდარტული ხედვისა და მატერიალური ღირებულების შექმნა. ყველაფერი იწყება მწვავე შეკითხვებით და მთავრდება პასუხების მიღებით, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.

 

ანალიტიკა არის მონაცემების გამოყენების პრაქტიკა ინფორმაციისა და საქმიანობის შედეგების მართვისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით. ანალიტიკის გამოყენება სეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერი რთული საკითხების გადასაწყვეტად, თუმცა ორგანიზაციების უმრავლესობა ფოკუსირდება გადაწყვეტილების მიღებისა და საქმიანობის წარმოების 5 ძირითად საკითხზე: კლიენტი, მიწოდების ჯაჭვი, ფინანსები, ადამიანური რესურსები და რისკები.

თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო კომპლექსური ხდება: კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ მთელი ეკოსისტემის გავლენა, სადაც მათ უწევთ საქმიანობა, მათ შორის: სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და პოლიტიკური, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მათი საქმიანობის საზღვრებს მიღმა ჩანდა.

ყოველივე ზემოაღნიშნული კი ანალიტიკას კომპანიის საქმიანობის ცენტრალურ ნაწილად აქცევს.

შეკითხვები მტკივნეულ საკითხებზე

კომპანიის ხელმძღვანელების უმრავლესობა უკვე აღიარებს ანალიტიკური ინფორმაციის მნიშვნელობას საქმიანობის ეფეტურობის გაზრდისა და მოწინავე გადაწყვეტილებების შემუშავების კუთხით. თუმცა ამ უდიდესი პოტენციალის შესახებ ცოდნის მიუხედავად, კომპანიებს მაინც უჭირთ ჩამოაყალიბონ რეალური ფაქტების გამოყენებაზე დაფუძნებული კულტურა. სიტყვიერად ყველაფერი არც თუ ისე ცუდად ჩანს, თუმცა თუ სიტუაციას ჩავუღრმავდებით, ყველაფერი სხვაგვარადაა.

ანალიტიკური მონაცემების უპირატესობა აშკარაა და ბევრი ხელმძღვანელი მარტივად დაგისახელებთ პოტენციური სარგებლის ჩამონათვალს, რომელიც მათი გამოყენებით მიიღება. რაც შეეხება ხარჯებს, ინვესტირების საუკეთესო პრაქტიკები თვით-ფინანსირებადია. ასევე არ არის ტექნოლოგიების გამოყენების ნაკლებობა. მაშინ რა წარმოადგენს პრობლემას?

სწორ კითხვებს შეუძლიათ რეალური ქმედებებისთვის საფუძვლის ჩაყრა. ასეთი პრაქტიკული დეტალური შეკითხვები უნდა მოიცავდეს ბიზნესის რთულ საკითხებს: ისინი განსაზღვრავენ კონკრეტულ ქმედებებს მათთვის, ვინც დროს უქმად არ კარგავს.

გაიგეთ მეტი ბიზნეს ანალიტიკის განვითარების შესაძლებლობებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს და წარმოადგენენ ღირებულებას კომპანიისთვის. იხილეთ წიგნი: „რთული შეკითხვები რთული პრობლემების გადასაწყვეტად: ანალიტიკური მონაცემების გამოყენება კონკურენტულ გარემოში“

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?