Bread

მომსახურება

დელოიტის ანალიტიკა

ფინანსური მომსახურება

ფინანსური მომსახურების სფეროს კომპანიებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რთულ გარემოში უწევთ მუშაობა, სადაც მუდმივად საჭიროა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციის გამოყენება ახალი გზებით სარგებლის გაზრდისა და საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.

მუდმივად ცვალებადი ეკონომიკური ბაზრის პირობებში, ფინანსური ინსტიტუტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციის გამოყენება ახალი გზებით სარგებლის შენარჩუნებისა და გაზრდის, მუდმივად ცვალებად მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციისა და საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით. საჭიროა ფაქტები არსებული ვითარების სწორად განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც თქვენს ორგანიზაციას სწორი მიმართულებით წარმართავს ამჟამად და მომავალში.

ფინანსური მომსახურების ორგანიზაციები უნდა გახდნენ უფრო ეფექტური, მაგრამ ამავე დროს მათ უნდა მიაწოდონ მომხმარებლებს ის მომსახურებები, რომლებსაც ისინი ელიან, მიუხედავად გამძაფრებული მარეგულირებელი ნორმებისა და საზოგადოებრივი ყურადღებისა.

გლობალური ფინანსური ინსტიტუტებისთვის აუცილებელია ინფორმაციის გამოყენება ახალი გზებით სარგებლის შენარჩუნებისა და გაზრდის, საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებისა და ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მარეგულირებელი სტრუქტურების, კლიენტებისა და ინვესტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

დელოიტის ანალიტიკას შეუძლია დაგეხმაროთ აღნიშნული მიმართულებით. ფინანსური მომსახურების გუნდი გთავაზობთ სიღრმისეულ ანალიტიკურ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და მომსახურებას, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ კრიტიკული ბიზნეს სიტუაციების დროს. დელოიტის წევრი ფირმების კლიენტები საქმიანობენ ფინანსური მომსახურების დარგში. ანალიტიკოსები ეხმარებიან საბანკო, ფასიანი ქაღალდების, დაზღვევის, ინვესტიციების მართვისა და უძრავი ქონების სექტორის ორგანიზაციებს მიაღწიონ მათ მიზნებს.