Pencils

მომსახურება

დელოიტის ანალიტიკა

საჯარო სექტორი

სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გაზარდონ თავისი საქმიანობის ეფექტურობა, შეამცირონ ხარჯები და კადრები და ამასთანავე უზრუნველყონ მოქალაქეებისთვის აუცილებელი მომსახურების შეთავაზება.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სახელმწიფო სექტორის კომპანიებს მოეთხოვებათ გააუმჯობესონ ძირითადი სერვისებისა და ინფორმაციის მიწოდების ხარისხი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვნად შემცირებული ბიუჯეტის პირობებში. სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გაზარდონ საქმიანობის ეფექტურობა, შეამცირონ ხარჯები და მოახდინონ ადამისნური რესურსები მართვის ოპტიმიზაცია, მოსახლეობისთვის ძირითადი მომსახურებების მიწოდების პარალელურად. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სამთავრობო ორგანოები განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ, პრობლემებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან აქვთ უნივერსალური გადაწყვეტა.

ინფორმირების აუცილებლობა მხოლოდ კერძო სექტორის პრეროგატივა არ არის. კერძო სექტორის კლიენტებისთვის უმნიშვნელოვანესია რესურსების მართვისა და გადანაწილების, რისკის კონტროლისა და მართვის (როგორც შიდა, ისე გარე) ოპტიმიზაცია და ასევე, ადამიანური რესურსებისა და კლიენტების მოზიდვის სფეროში თავისი შესაძლებლობების გაცნობიერება. მმართველობის ყველა სფეროში - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, გადასახადებისა და შემოსავლების მართვა, თავდაცვა, კანონი და სამართალდაცვა, ტრანსპორტირება, უსაფრთხოება, განათლება და არაკომერციული ორგანიზაციები - შესაძლებელია ანალიტიკის გამოყენება, საკუთარი საქმიანობის უკეთესად განსაზღვრისა და პროგნოზირებისათვის.

ანალიტიკის გამოყენებაზე დაფუძნებული, დელოიტის წევრი კომპანიების მიერ შემუშავებული მიდგომები და გადაწყვეტილებები ხშირად გამოიყენება განსხვავებულ ქვეყნებსა და სახელმწიფო სექტორის სხვადასხვა კომპანიებში. ასეთი გადაწყვეტილებების დანერგვის შედეგად მიღებული ცოდნა და ინოვაციები უზრუნველყოფენ დამატებითი სარგებლის მიღებას ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბის მიუხედავად. ანალიტიკური მოდელები და ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება მცირე ზომის სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციაში, შესაძლოა ასევე წარმატებით გამოიყენებოდეს დიდ ორგანიზაციასა და დეპარტამენტებში.

დელოიტის ანალიტიკური მიდგომა მოიცავს მოწინავე სტრატეგიულ მოდელირებასა და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებს, ბიზნეს განვითარების სტრატეგიას, ოპერაციული დაგეგმვის შესაძლებლობებს, მონაცემთა დეტალურ მართვასა და გამოცდილებას ტრანსფორმაციის სფეროში ბიზნესის მართვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის მიზნით. დელოიტის ანალიტიკურ ჯგუფს საჯარო სექტორის დარგში გააჩნია აღნიშნული სექტორისა და შესაბამისი ინსტრუმენტების ძირეული ცოდნა, რათა გადაწყვიტოს ის ამოცანები, რასაც საჯარო სექტორის ორგანიზაციები აწყდებიან - სარგებლის დარიცხვის საბუღალტრო აღრიცხვიდან  და უსაფრთხოების საკითხებიდან დაწყებული სისტემების შემუშავებით დასრულებული ისეთ სპეციალიზირებულ სფეროებში, როგორიცაა მარაგების, აქტივებისა და წყლის რესურსების მართვა.