არსში წვდომა

ნავთობისა და გაზის ინდუსტრიული სექტორის ადამიანური რესურსების მართვა

ანალიტიკის მნიშვნელობა

ანალიტიკის გამოყენება თანამშრომელთა საჭიროებების ეფექტური მართვისთვის

ნავთობისა და გაზის კომპანიები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ენერგომატარებლების მოძიებისა და ადგილმდებარეობის შესახებ რთულ კომპლექსურ მონაცემებს. ისინი იყენებენ ციფრული მაჩვენებლების დიდ რაოდენობას სხვა კომპანიებისა და ინვესტიციების შესყიდვის ეფექტურობის შეფასების მიზნით. ამასთანავე, როდესაც საქმე ეხება ადამიანური რესურსების მართვას, ნავთობისა და გაზის კომპანიები უგულვებელყოფენ რაოდენობრივ მაჩვენებლებს, რომლებიც მეტად ეფექტურია მათი საქმიანობის სხვა ასპექტებში.

იმ დროისათვის, როცა ტექნოლოგიური პროგრესი და გლობალიზაცია ხელს უწყობს მრეწველობის განვითარების ახალი ეტაპის ფორმირებას, სამუშაო ძალის დიდი სეგმენტი საპენსიო ასაკს აღწევს, ახალგაზრდა სპეციალისტების დაქირავების პოტენციალი კი კვლავაც მწირია. ასეთ ვითარებაში კვალიფიციური კადრისთვის ბრძოლა ბიზნესის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება, როგორც ახალი რესურსების მოძიება.

ადამიანური რესურსების წამყვანი სააგენტოები ეფექტურად იყენებენ ანალიტიკურ მონაცემებს სპეციალისტების იდენტიფიცირების, დაქირავების, შენარჩუნებისა და პროფესიული განვითარებისათვის. შიდა სტატისტიკური მონაცემებისა და დასაქმების ბაზრის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ადამიანური რესურსების სააგენტოები მიმართავენ ეფექტურ ზომებს მუდმივად ცვალებადი ბაზრის პირობებში წარმატებული ოპერირებისთვის. 

ნავთობისა და გაზის სექტორის ადამიანური რესურსების მართვა
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?