არსში წვდომა

რისკები ენერგეტიკისა და რესურსების დარგში

ორგანიზაციის რისკების მართვის კვლევის ანგარიში 

2013 წლის ზაფხულში დელოიტმა ჩაატარა მეორე სარეიტინგო კვლევა ენერგეტიკისა და რესურსების დარგის კომპანიების მიერ რისკების მართვასთან დაკავშირებით. კვლევის მთავარი მიზანი იყო კომპანიების მზაობის შეფასება რესურსებისა და რისკების მართვის კუთხით და ასევე, აღნიშნული დარგის კომპანიებისთვის სამომავლო ახალი გამოწვევების, ძირითადი ფაქტორებისა და რისკების განსაზღვრა.

სწრაფად ცვალებად გარემოში, რომლისთვისაც დამახასიათებელია რესურსების დეფიციტი და კლიმატის ცვლილებები, ენერგეტიკისა და რესურსების დარგის კომპანიები მრავალ ახალ რისკს აწყდებიან. პოლიტიკური არასტაბილურობა, უსაფრთხოების რისკი, ინფრასტრუქტურის გაუარესება, რთული კლიმატური პირობები, გამონაბოლქვი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული რისკები, როგორიცაა ელექტროენერგიის წარმოება ან ფიქალის გაზის განაწილებული წარმოება, იმ რისკების მხოლოდ ნაწილია, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.

მიუხედვად იმისა, რომ რისკების მართვის ზოგიერთი ტრადიციული მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, ახალი რისკების მასშტაბურობა, სირთულე და კომპლექსურობა ენერგეტიკისა და რესურსების დარგის კომპანიებს აიძულებს მიმართონ რისკების მართვის უფრო კომპლექსურ და ინტეგრირებულ მიდგომებს.

აღნიშნული კვლევის შედეგები ენერგეტიკისა და რესურსების სფეროს კომპანიებს საშუალებას მისცემს შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები რესურსებისა და რისკების მართვის კუთხით და შეიტყონ საწარმოო რისკების მართვის უახლესი ტენდენციების შესახებ.

მსოფლიოს უმრავლესი რეგიონიდან მივიღეთ 100-ზე მეტი გამოხმაურება ენერგეტიკისა და რესურსების დარგის განსხვავებული სფეროების კომპანიებისგან.

რისკების მართვის კვლევის მოკლე მიმოხილვა

რისკების მართვა ენერეტიკისა და რესურსების დარგში
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?