tracking the trends 2016

სტატია

2016 წლის განვითარების ტენდენციები

ვართ თუ არა დანიშნულების ადგილას?

"განვითარების ტენდენციების" 2016 წლის გამოცემაში განიხილება ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მოუწევთ სამთო მომპოვებელ კომპანიებს მომავალ წელს და ასევე, მოქმედების შესაძლო ვარიანტები, რომლებსაც დელოიტის დარგობრივი სპეციალისტები გვთავაზობენ.

მოკლე მიმოხილვა

ნებისმიერისთვის, ვისაც ბავშვებთან ერთად უმგზავრია, ნაცნობია სიტუაცია, რომელიც აიძულებს მათ სწრაფად მოძრაობას. სწორედ ამგვარად სამთო მომპოვებელი კომპანიები მოუთმენლად ელიან ეკონომიკური კრიზისის პერიოდის გზის დასასრულს, რათა დააჩქარონ განვითარების პროცესი. თუმცა სამწუხაროდ ამ გზას დასასრული ჯერ არ უჩანს. 

მომპოვებელი კომპანიები ცდილობენ არსებულ სიტუაციაში ადაპტირებას ნედლეულზე შენარჩუნებული დაბალი ფასების პირობებში. სიტუაციას ართულებს, ასევე, რიგი გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც სამთო მრეწველობის დარგის წინაშე დგას, დაწყებული მადანის ხარისხისა და მასზე მოთხოვნის შემცირებით და დაფინანსების სიმცირითა და დაინტერესებული მხარეების მხრიდან მოთხოვნის ზრდით დამთავრებული. ამასთანავე, მომპოვებელ კომპანიებს უწევთ მუდმივად მზარდ მოთხოვნებთან გამკლავება, როგორიცაა: ინოვაციების საჭიროება, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ცვლილებები და ფიზიკურ და საინფორმაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ზრდა.

ჩამოტვირთეთ მოკლე მიმოხილვა

განხილული საკითხები

"განვითარების ტენდენციების" 2016 წლის გამოცემაში განიხილება არა მხოლოდ ტრადიციული თემები, არამედ დამატებითი საკითხები, რომლებიც სამთო მომპოვებელმა კომპანიებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რათა შეძლონ ორიენტირება გაურკვეველი მომავლის პირობებში. 

  • პროცესების ოპტიმიზაცია – ოპერაციული ეფექტურობა ყურადღების ცენტრში
  • ინოვაციები: ახალი თაობა ემზადება მასშტაბური ცვლილებებისთვის
  • ჩინეთი ცვლილებების ზღვარზე – სინათლის ძიებაში
  • ახალ ეკონომიკურ რეალიებთან ადაპტაცია  – ცუდი მაჩვენებლების გაუმჯობესება
  • ენერგომატარებლების მსოფლიო ბალანსის ცვლილება – გარდაუვალი ცვლილებებისთვის მომზადება 
  • თანამშრომლობის ფორმირება – დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის ცვლილება 
  • ფინანსური კრიზისი – სამთო მომპოვებელი კომპანიების ბრძოლა გადარჩენისათვის მწირი დაფინანსების პირობებში 
  • სამთო მრეწველობის დარგი საგადასახადო ტვირთის ქვეშ – საერთაშორისო საგადასახადო გარემოს ცვლილებები, როგორც გადასახადების მართვის ძველი მეთოდების გადახედვის იმპერატივი 
  • შერწყმისა და შეერთების ბაზრის პარადოქსი – "ვიყიდოთ თუ არ ვიყიდოთ - საკითხავი აი ეს არის"
  • შრომის უსაფრთხოება და დაცვა – კორპორატიული და პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღობის საკითხების გაფართოებული ხედვა 
Download the report

2016 წლის განვითარების ტენდენციები: პრესს რელიზი

დაბალი ფასები ნედლეულზე, დაფინანსების სიმცირე და ჩინეთის მხრიდან მოთხოვნის შემცირება კვლავაც ვერ უზრუნველყოფს სამთო მრეწველობის დარგის ზრდას 2016 წლისთვის. თუმცა, მარეგულირებლების მოთხოვნები, გადასახადები და დაინტერესებული მხარეების მოლოდინები კვლავინდებურად მაღალი რჩება.

სრული პრესს რელიზი იხილეთ ინგლისურ ენაზე.

ავტორი

ფილ ჰოპვუდი

დელოიტის კანადის ოფისის პარტნიორი / სამთო მომპოვებელ კომპანიებთან მომუშავე საერთაშორისო გუნდის ხელმძღვანელი

ფილი ხელმძღვანელობს დელოიტის სამთო მრეწველობის დარგის საერთაშორისო გუნდს.იგი მუშაობს გუნდთან, რომელიც აერთიანებს სამთო მრეწველობის დარგის 40-ზე მეტ სპეციალისტს ძირითადი სამთო მრეწველობის რეგიონებიდან. ფილის სამუშაო გამოცდილება 24 წელზე მეტს ითვლის. იგი ამჟამად არის პარტნიორი დელოიტის კანადის ოფისში, მანამდე კი მუშაობდა დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ოფისებში. ფილი ფოკუსირებულია სამთო მრეწველობის დარგში მომუშავე მსხვილი კლიენტების მომსახურებასა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებაზე. იგი სპეციალიზირებულია საწარმოების ეფექტურობის გაზრდის საკითხების გადაწყვეტაზე, ოპერაციული მოდელების დანერგვაზე და ასევე, ბიზნეს ტრანსფორმაციის ინიციატივების განხორცილების შედეგად რეალური უპირატესობის მიღების უზრუნველყოფაზე. 

 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?