Finance

გადაწყვეტილება

ფინანსური მომსახურებები

ფინანსური სტრატეგიები

როცა ფსონები მაღალია, მხოლოდ დამატებითი ცვლილება შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. შესაძლოა დროა რომ შევცვალოთ მიმართულება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ ნორმატიული ცვლილებების გატარების, კრიზისის მართვის, საჯარო კომპანიად გარდაქმნის ან სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების პროცესში, ჩვენ დაგეხმარებით შეგიქმნათ ფინანსური სტრატეგია, რომელიც თქვენი მომავალი ბიზნესის შედეგებზე მორგებული იქნება.

ჩვენი სერვისები მოიცავს:

• ფინანსების სტრატეგია 

• კაპიტალის მენეჯმენტი 

• IPO (დღე 1) მზადყოფნა

• სხვადასხვა შემთხვევები და ცვლილებები

შერწყმისა და შესყიდვის ფინანსები

გადავა თუ არა შერწყმისა და შესყიდვის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია  გაერთიანებულ ფუნქციებზე თუ გააუქმებს თავის ფუნქციებს? ჩვენ გვაქვს სიღრმისეული გამოცდილება ორივე შემთხვევასთან და ვითანამშრომლებთ თქვენთან თქვენი ორგანიზაციისთვის იმ ოპტიმალური გზის ასარჩევად, რომელიც დაფარავს რისკებს და ხელს შეუწყობს ხარჯების კონტროლს.

 

საოპერაციო ფინანსები

ფინანსური ორგანიზაცია მყარია, თუ მყარია მისი ბაზა. ამიტომაც ჩვენ გამოვიმუშავეთ პრაქტიკა, რომელიც საუკეთესოდ ახდენს ფოკუსირებას ისეთ ძირითად ოპერაციულ პროცესებზე, როგორებიცაა ნაღდ ფულზე შეკვეთა, შესყიდვისა და გადახდის პროცესი და სხვა ფუნდამენტური ელემენტები ბიზნესის უმაღლესი დონის სტრატეგიების წარმატებულად მისაღწევად.

ჩვენი სერვისები მოიცავს:

• ნაღდ ფულზე შეკვეთა 

• შესყიდვები და გადახდები

• ძირითადი საშუალებები

• დასრულება, გაერთიანება და რეპორტი

• საერთო სერვისების დიზაინი და დანერგვა 

• აუთსორსინგის დიზაინი და დანერგვა 

ბიზნეს ფინანსები

ბიზნესის საქმიანობის შედეგების მართვა, დაგეგმვა, ბიუჯეტირება და პროგნოზირება, ხარჯებისა და მომგებიანობის მართვა - ეს სფეროები ფინანსური ორგანიზაციისთვის შესაძლოა კატალისტის ფუნქციას ასრულებს. თუმცა თუ სათანადოდ არ იმართება, მათ ასევე შესაძლოა ბიზნესი მარტივად მოამწყვდიონ ჩიხში. ჩვენი კლიენტები იყენებენ ჩვენი ბიზნეს ფინანსების სერვისებს, რათა გააანალიზონ სპეციფიური ბიზნესის მიზნები ზემოთ ჩამოთვლილ და სხვა მიმართულებებით.

ჩვენი სერვისები მოიცავს:

• ბიზნესის საქმიანობის შედეგების მართვის პრინციპები 

• დაგეგმვა, ბიუჯეტირება და პროგნოზირება 

• ხარჯებისა და მომგებიანობის მართვა 

• მმართველობითი რეპორტინგი და ანალიზი 

• ბიზნეს პარტნიორობა 

მომსახურების მოდელის დიზაინი

თქვენი ფინანსური ორგანიზაციის სტრუქტურირება პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიაზე და ხელს უწყობს თავის როლს ბიზნესში. ბევრი ფინანსური ორგანიზაცია სხვადასხვა ინდუსტრიაში დამდგარა იმ საჭიროების წინაშე, რომ უფრო მეტი ინტუიციური და პროაქტიული გადაწყვეტილებები მიიღოს იმავდროული ხარჯების შემცირებით. დღევანდელობის გამოწვევა რომ აკეთო უფრო მეტი უფრო ცოტა რესურსების გამოყენებით, ფინანსურ ლიდერებს მიმართავს იმისკენ, რომ ეძებონ ახალი ოპერაციული მოდელები, რომლებიც დინამიური ბაზრის გამოწვევებს გაუმკლავდებიან.

დელოიტის ფინანსური ოპერაციული მოდელის შემოთავაზებები ფოკუსირდება უფრო ეფექტური და ეფექტიანი მოდელის განვითარებაზე ფინანსური ოპერაციებისთვის.

ჩვენი სერვისები მოიცავს:

• ოპერაციული მოდელის დიზაინი

• საერთო სერვისების დიზაინი & დანერგვა 

• აუთსორსინგის დიზაინი & დანერგვა 

• ორგანიზაციული დიზაინი