მომსახურება

კორპორატიული ფინანსების ტრანზაქციები

ჩვენ ვეხმარებით, როგორც კორპორატიულ, ასევე კერძო კლიენტებს მიაღწიონ საუკეთესო შედეგს მათი გარიგებებიდან, მათთვის განსაკუთრებული შეთანხმებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურეობების შეთავაზებით. ჩვენი მიზანია შევმატოთ გარიგებას მეტი დამატებითი მომსახურეობის შეთავაზების გზით, რომელიც ეხმარება ჩვენ კლიენტებს მიაღწიონ კონკურენტულ უპირატესობას.

ჩვენს სიტუაციურ ექსპერტიზას ავსებს ინდუსტრიული და ფუნქციონალური ექსპერტების გამოცდილება დელოიტის სხვა ოფისებიდან, რათა ვუზრუნველყოთ კლიენტები უნაკლო და მოქნილი მომსახურეობით ყველა ტიპის გარიგებაში.

ჩვენი გუნდი სთავაზობს სპეციალიზებულ დიუ დილიჯენსს და მასთან დაკავშირებულ შერწყმისა და შეძენის (M&A) მომსახურეობებს ეროვნულ და საერთაშორისო კორპორატიულ და კერძო ინვესტირების კლიენტებს. შესყიდვის დიუ დილიჯენსი გვთავაზობს პერსპექტიულ მყიდველს ობიექტური ინფორმაციით სამიზნის შესახებ და აფასებს მოსალოდნელი გარიგების რისკებს.  ჩვენი ანალიზის შედეგები შესაძლებელია დაეხმაროს მყიდველს სამიზნე კომპანიასთან მოლაპარაკებების დროს და შეაცვლევინოს შემოთავაზებული შესყიდვის ფასი.  

ჩვენი კომერციულად მიზანმიმართული მხარდაჭერა გარიგების შემოწმებიდან დიუ დილიჯენსის ანალიზის ჩათვლით აერთიანებს ინტეგრირებულ ჯგუფებს, რომლებიც სპეციალიზირებული არიან კომერციულ საქმიანობაში, საოპერაციო და საინფორმაციული ტექნოლოგიებში, რათა ვუზრუნველყოთ მაღალი ხარისხის ანალიზი, რომელიც საჭიროა ყიდვისა თუ გასესხების გადაწყვეტილების მხარდასაჭერად.

შესყიდვის დიუ დილიჯენსი

ჩვენ ვთავაზობთ კონკურსის მონაწილეებს მაღალი ხარისხის, დამოუკიდებელ და ფოკუსირებულ დიუ დილიჯენსის დასკვნას.  ეს უზრუნველყოფს, რომ ყველა მონაწილე ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას, რათა მათ შეთავაზება გააკეთონ თავდაჯერებულად. მიმწოდებლის მიერ ინიცირებული დიუ დილიჯენსი მაქსიმალურად ზრდის სარგებელს, ამცირებს მინიმუმამდე შესაძლო მარცხისა და არასასიამოვნო სიურპრიზების რისკს.

მიმწოდებლის დიუ დილიჯენსი

რთულ და არასტაბილურ ბაზარზე ტოპ მენეჯმენტს გარდაუვლად უწევს გადახედოს თავის სტრატეგიულ ვარიანტებს, რისი შედეგიც შეიძლება იყოს მიმდინარე სტრატეგიის შეჩერება. როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მისი ოპტიმიზაცია შესაძლებელია იყოს მეტად რთული და შრომატევადი.

მიმწოდებლის მხარდაჭერა წარმოადგენს მომსახურეობების კორდინირებულ კომპლექტს. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენს გუნდთან, რათა აღმოვაჩინოთ და გადავჭრათ სტრატეგიის შეჩერების პროცესებში არსებული საკითხები და შემოგთავაზოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურეობა. 

 

მიმწოდებლის დახმარება

როდესაც თქვენ ყიდით ბიზნესს და გსურთ, რომ გახვიდეთ ბიზნესიდან პროგნოზირებადი ფასის სანაცვლოდ, ან ყიდულობთ ბიზნესს და გსურთ გქონდეთ შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალებები, თუ სამიზნე კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორსაც ელოდით, ამ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების ფინანსური პირობები ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ და შემოგთავაზოთ ან გადავხედოთ შესყიდვის ფასის კორექტირების მექანიზმს; ‘locked box’ პროცესების მოგვარებას; ფულადი სახსრებისა და ვალდებულებისგან თავისუფლების და სამიზნე წმინდა აქტივებისა ან გამომუშავების დებულებების გავლენის შეფასებას; შემოგთავაზებთ თუ როგორ უნდა დავადგინოთ სამიზნე საბრუნავი კაპიტალის დონე; სააღრიცხვო პოლიტიკისა და იერარქიის ან პროცედურების შემუშავება კონტრაქტში ფინანსური განმარტებების ჩართვის გათვალისწინებით და შემოწმებით. 

 

კონსულტაცია ნასყიდობის ხელშეკრულებაზე 

დასრულების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დასრულებული ანგარიშების ანალიზი და დაგეხმაროთ შეძენის ფასის კორექტირების დათვლაში.

დამატებით, გარიგების პირველივე ეტაპიდან ჩართვის შემთხვევაში, ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ დახმარებას გარიგების შემდგომ პერიოდში, რაც მოიცავს დახმარებას შერწყმის შემდგომ ინტეგრაციაში, გარდამავალი პერიოდის მომსახურების ხელშეკრულებას და ა.შ 

 

გარიგებისა და ტრანზაქციების  შემდგომ ეტაპებზე კონსულტაცია 

ჩვენ ვმუშაობთ ფინანსურად დაინტერესებულ მხარეებთან, რათა მოვახდინოთ მსესხებლების ლიკვიდურობის მიმოხილვა და ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება, რათა გავიგოთ და ანალიზი გავუკეთოთ ფულადი სახსრების მოძრაობას, როგორიცაა: სავაჭრო საქმიანობის შედეგი, საბრუნავი კაპიტალი, რესტრუქტურიზაციის ხარჯები.

ჩვენ ვეხმარებით კრედიტორებს იმის განსაზღვრაში, წარმოადგენს თუ არა ბიზნეს გეგმა სესხის მოცულობის განსაზღვრისათვის და დაკრედიტების გადაწყვეტილების მისაღებად. სხვა ინდიკატორებთან ერთად, ჩვენ ვამოწმებთ თვის შუალედში უმაღლეს მოთხოვნებს, ხარვეზებს, პოტენციურ ზრდას და  ვატარებთ მაღალი დონის „სტრეს ტესტებს“ და მსესხებლების ბიზნეს გეგმის დეტალურ ანალიზს.

ჩვენ წარვუდგენთ კრედიტორებს მიუკერძოებელ ხედვას მსესხებლების ლიკვიდურობასთან დაკავშირებით და მოკლევადიან უნარს გააგრძელონ ოპერაციები სტანდარტულ დონეზე, რაც კრედიტორებს მისცემს დროს მხედველობაში მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა ვარიანტი.

რესტრუქტურიზაციის მომსახურება - ბიზნესისა და ლიკვიდურობის მიმოხილვა