მომსახურება

კონსულტაცია კორპორატიულ ფინანსებში 

ჩვენ ვაგვარებთ კომპლექსურ საკითხებს შეფასების, ფინანსური მოდელირებისა და ეკონომიკური კონსულტაციის სფეროებში. ჩვენი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ არბიტრს, რათა მოვახდინოთ ინტერესთა ბალანსის იდენტიფიცირება ბაზრის სხვადასხვა მოთამაშეებს შორის. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შერწყმისა და შესყიდვის ტრანზაქციების დაგეგმვის დროს.

ჩვენ გვაქვს კომპანიების ფართო სპექტრთან წარმატებული თანამშრომლობის დიდი გამოცდილება, ვათანხმებთ რა ჩვენი სამუშაოს შედეგს ნებისმიერ დონეზე, დაწყებული აუდიტორებიდან დამთავრებული სამთავრობო ორგანოებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი საკონსულტაციო კომპანიებიდან საქართველოში, რომელსაც აქვს დსთ-ს ბაზრის პრაქტიკული ცოდნა და სიღრმისეულად იცნობს მას. უფრო მეტიც, დელოიტის ფართო ქსელი შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ საერთაშორისო გამოცდილება ჩვენი სამუშაოს შეთავაზებისას.

საყოველთაოდ მიღებული შეფასების ტექნიკის გარდა, ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენი საკუთარი დაბალანსებული პროგნოზირების ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ზუსტი პროექტირება ორივე გარე ფაქტორისა (მაკროეკონომიკა და სექტორი) და მარეგულირებელი ორგანოების  პოზიციების საკითხთა ფართო სპექტრის გარშემო. 

ჩვენ გუნდს გააჩნია შეუდარებელი გამოცდილება საქართველოს ეკონომიკის მთავარ ინდუსტრიებში - ნავთობი და გაზი, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები, ბანკები და გადაზიდვები. თითოეული პროდუქტი, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ შეიცავს მრეწველობის პერსპექტივების ღრმა ანალიზსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის საქმის სპეციფიკურ სცენარებს. ჩვენი ყურადღება ორიენტირებულია შემდეგ მომსახურეობებზე:

  • აქციების, ბიზნესისა და მატერიალური/არამატერიალური აქტივების შეფასება საერთაშორისო შეფასების სტანდარტების მიხედვით;
  • შესყიდვის ფასის განაწილება (PPA).

შეფასების მომსახურება

ჩვენი გამოცდილების დიაპაზონი ფინანსურ მოდელირებაში მერყეობს კომპანიის კაპიტალიზაციის დინამიური გაანგარიშებისა და საინვესტიციო პროექტების მიზანშეწონილობის გაზომვის ტიპიური მომსახურებიდან,  საქართველოს, ევროპისა და გლობალური ეკონომიკის ბაზრებისა და სექტორების მოდელების განვითარებამდე. ჩვენ ვართ ლიდერები ფინანსური მოდელირების ბაზარზე და შეგვიძლია გავუმკლავდეთ ნებისმიერ ამოცანას.

ფინანსური მოდელირება

ეკონომიკური კონსულტაცია არის ჩვენი ერთ ერთი ახალი მომსახურება და დაფუძნებულია დიდ გამოცდილებაზე ინდუსტრიის სფეროში. ჩვენი მიკროეკონომიკური ინსტრუმენტები და სტატისტიკური ტექნიკური ანალიზი გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებები საკითხის სირთულის მიუხედავად - სტრატეგიული თემებიდან დაწყებული მარეგულირებელ ორგანოებთან შედეგების შეთანხმებით დამთავრებული.

უფრო მეტიც, ჩვენ ვართ პირველები ტექნიკურ აუდიტში და  ქართული მთავარი საინვესტიციო პროექტების ხარჯთეფექტურობის ანალიზში. ჩვენი ეკონომიკური კონსულტაციის მომსახურება მოიცავს:

  • საინვესტიციო პროექტების ხარჯთეფექტურობის ანალიზი
  • საინვესტიციო პროექტების ეკონომიკური ანალიზი
  • გამოყენებითი ბიზნეს გადაწყვეტილებები (ეკონომეტრიკა, ოპტიმალური სტრატეგიის მოდელირება არსებული რისკების გათვლით)

ეკონომიკური კონსულტაცია

დღევანდელმა მაკროეკონომიკურმა კლიმატმა  სრულიად გაანეიტრალა ადრე დადასტურებული ტრანზაქციების მომსახურების მიდგომები და ფოკუსირება ყოვლისშემძლე ბიზნეს შედეგებზე. დასაწყისიდანვე ჩვენი გუნდი ეყრდნობა მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევის ანალიზს, რომელიც დაფუძნებულია კლიენტის ინტერესებისა და მოტივების ღრმა ცოდნაზე, ბიზნესის სპეციფიკასა და არსებული საქმიანობისა და კომპანიის მომავლის ანალიზზე. ჩვენი სპეციალისტების უნიკალური გამოცდილება აღნიშნულ სფეროში - რომელიც საშუალებას აძლევს მათ სწრაფად გამოიკვლიონ გარიგების დეტალები - და დელოიტის მსოფლიო ქსელი - არის ნამდვილად ინვესტორების მოზიდვის გასაღები, თუნდაც მსოფლიოს ყველაზე შორეულ ადგილებში. 

 

M&A კონსულტაცია