პროგნოზები

2014 წლის საბანკო და კაპიტალის ბაზრების პერსპექტივები

პროგნოზი

რა ტენდენციები იქონიებენ გავლენას საბანკო და კაპიტალის ბაზრების სეგმენტზე 2014 წელს?

დელოიტ აშშ-ს ფინანსური მომსახურების ცენტრის ორი ანგარიში

5 წლის განმავლობაში მიმდინარე დიდი ცვლილებების ფონზე გასაკვირი არაა, რომ საბანკო და კაპიტალის ბაზრებს კვლავაც ესაჭიროებათ მდგრადი საფუძველი. თუმცა 2014 წლის დასაწყისის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ ბაზრებს შემდგომი განვითარების რეალური შანსი აქვთ. რა ელოდებათ მათ 2014 წელს?

 

საუკეთესო თუ ყველაზე უფრო რთული წლები? თუ ორივე ერთად?

 

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ვითარდება, ინდუსტრიული დარგების აღმასრულებლები კვლავაც გამოწვევების წინაშე დგანან. ბიზნეს მოდელები და პროდუქტის სტრუქტურა სულ უფრო სტანდარტიზებული ხდება, რისი მაგალითია იპოთეკა და დერივატები. მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის პრობლემებიც უცვლელია - გაურკვევლობა მიმართულებასა და გრძელვადიან შედეგებთან დაკავშირებით.

 

როგორ შეუძლია კომპანიას გაუმკლავდეს არსებულ ზეწოლასა და გამოწვევებს? როგორ შეუძლია საქმიანობის გაუმჯობესება, რათა ბაზარზე არსებული გაურკვევლობა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, ვიდრე უბრალოდ დაელოდოს სიტუაციის დასტაბილურებას.

2014 წლის საბანკო და კაპიტალის ბაზრების პერსპექტივები: ცვლილებების განხორციელება შემდგომი ზრდისთვის

5 წლის განმავლობაში მიმდინარე დიდი ცვლილებების ფონზე გასაკვირი არაა, რომ საბანკო და კაპიტალის ბაზრებს კვლავაც ესაჭიროებათ მდგრადი საფუძველი. თუმცა 2014 წლის დასაწყისის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ ბაზრებს შემდგომი განვითარების რეალური შანსი აქვთ. 

იხილეთ გრაფიკული გამოსახულება.

2014 წლის საბანკო ინდუსტრიის პერსპექტივები: ცვლილებების განხორციელება შემდგომი ზრდისთვის

სისწრაფე ხელახლა რეგულირებულ მსოფლიოში  

უკანასკნელი 5 წელი საბანკო სექტორში მართლაც უჩვეულო იყო შემთხვევითი დამკვირვებლისთვისაც კი. მაშინ როდესაც ბევრი საკითხი კვლავაც მოსაწესრიგებელი რჩება, განსაკუთრებით კი მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით, ინდუსტრიამ უკვე გადადგა პროაქტიული ნაბიჯები ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის.

დელოიტის 2013 წლის საბანკო ინდუსტრიის პერსპექტივების მიხედვით - „გადაწყვეტილების მიღება, თუ სად არის საჭირო კონკურენცია“ ბანკებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება. ბოლო წლების განმავლობაში ბევრმა ბანკმა მიიღო მსგავსი სტრატეგიული გადაწყვეტილება - „მთავარი“ ბიზნესების განსაზღვრა და საოპერაციო ინფრასტრუქტურის გამარტივება. კარგი ამბავი არის ის, რომ სტრატეგიული რეკონფიგურაციის გზა ნათელია და ბანკებმა შესაძლოა მიიღონ დივიდენდები მათი სტრატეგიული არჩევანიდან 2014 წელს.

იხილეთ 2014 წლის საბანკო ინდუსტრიის პერსპექტივები.

2014 წლის კაპიტალის ბაზრების პერსპექტივები: ცვლილებების განხორციელება შემდგომი ზრდისთვის

ახალი მოდელები ახალი ეპოქისთვის

5 წლის განმავლობაში მიმდინარე დიდი ცვლილებების ფონზე გასაკვირი არაა, რომ საბანკო და კაპიტალის ბაზრებს კვლავაც ესაჭიროებათ მდგრადი საფუძველი. თუმცა 2014 წლის დასაწყისის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ ბაზრებს შემდგომი განვითარების რეალური შანსი აქვთ.

ბევრი დამკვირვებელი 2013 წელს ელოდებოდა პოსტ-კრიზისული ხელახალი რეგულირებისა და კაპიტალის ბაზრების გარდაქმნის დასრულებას. თუმცა მოვლენები უფრო ნელა განვითარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კვლავაც დარჩა გაურკვევლობა ახალი გარემოს გამოწვევებთან გამკლავების კუთხით.

თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიტუაცია 2014 წელს შეიცვლება. ყოველდღიურად მარეგულირებელი კონტექსტი სულ უფრო ნათელი ხდება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა მოახერხეს ახალი კაპიტალის საჭიროებების გაგების განმტკიცება.

იხილეთ 2014 წლის კაპიტალის ბაზრების პერსპექტივები

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?