Deloitte and WEF Blockchain report

პროგნოზები

ჰორიზონტს მიღმა: ფინანსური ინფრასტრუქტურის მომავალი

დელოიტისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევა

როდის მოხდება ფინანსურ ინდუსტრიაში განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიების გამოყენება და როგორია ფინანსური მომსახურების ინფრასტრუქტურის მომავალი?

იხილეთ სრულად

ფინანსური მომსახურების სექტორის ტრანსფორმაცია არის აღნიშნულ სფეროში წამყვანი პროფესიონალების უპირველესი პრიორიტეტი. ისევე როგორც ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლამ გამოიწვია ცვლილებები ყველა ინდუსტრიულ სფეროში, განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიები იქნება მომავალი ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა. როგორ შეუძლია ამ ტექნოლოგიას ხელი შეუწყოს ფინანსურ კომპანიის განვითარებას? დელოიტისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში წარმოგვიდგენს პრაგმატულ მიდგომას აღნიშნულ კითხვაზე.

ანგარიშის საფუძველს წარმოადგენს დელოიტისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის შედეგები (იხილეთ „რევოლუციური ინოვაცია ფინანსური მომსახურების სფეროში“); ანგარიში ითვალისწინებს განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიების (Distributed Ledger Technology) შედეგებს/გავლენას ფინანსური მომსახურების სფეროს ცხრა ფუნქციაზე. მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ზემოთხსენებულ ტექნოლოგიას აქვს ფინანსური მომსახურების სფეროს რადიკალური ტრანსფორმაციის პოტენციალი, თუმცა მისი წარმატებული ინტეგრაციის მიზნით საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა არსებულ განვითარებად ტექნოლოგიებთან, რეგულატორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

ძირითადი დასკვნები:

  • განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიებს აქვს სიმარტივისა და ეფექტურობის განვითარების პოტენციალი ფინანსული მომსახურების ახალი ინფრასტრუქტურისა და პროცესების შემუშავების მეშვეობით.
  • განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიები საფუძველს ჩაუყრის ახალი თაობის ფინანსური მომსახურების სფეროს ინფრასტრუქტურას სხვა არსებულ და განვითარებად ტექნოლოგიებთან კავშირით.
  • წინამორბედი ტექნოლოგიური ინოვაციის მსგავსად, ფინანსური მომსახურების ახალი ინფრასტრუქტურა დღევანდელი ბიზნეს მოდელების ძირითადი ელემენტების ფუნდამენტურ გარდაქმნას მოახდენს.
  • განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიების გამოყენება მოითხოვს თანამშრომლობას ინოვატორებთან, რეგულატორებთან, რაც ართულებს ამ ტექნოლოგიის შემოტანისა და განხორციელების არეალს. 

რა სარგებელი შეუძლია მიიღოს ორგანიზაციამ აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით?

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?