Pink lamp top view

პერსპექტივები

გამოიყენე ძალაუფლება

როგორ მოქმედებს შეფასების გაუმჯობესებული ანალიტიკური მეთოდები ღირებულებაზე

მონაცემთა ანალიზი სულ უფრო ფართოდ გამოიყენება ფინანსურ ანგარიშგებაში როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მარეგულირებლების მიერ. ბაზრის კომპლექსურობა მუდმივად ცვალებად საბუღალტრო სტანდარტებთან ერთად აიძულებს კომპანიებს მიიღონ სტრატეგიული და პროგრესული გადაწყვეტილებები მათი ოპერაციებისა და რისკების მართვის სტრატეგიების მიმართულებით. რა უნდა იცოდნენ დირექტორთა საბჭომ და აღმასრულებლებმა გართულებული მარეგულირებელი შემოწმების შესახებ და რა შესაძლებლობებს ქმნის ანალიტიკა შეფასებისას?

მონაცემთა ანალიზი რეალური ღირებულების შეფასებისას

აშშ-ისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მარეგულირებლები იყენებენ კორპორატიული ფაილების პროგრამებს პოტენციური ფინანსური ანგარიშგების შეცდომებისა და რეალური ღირებულების შეფასებისთვის.  გლობალური საწარმოები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან შეფასების პროცესის არასათანადო ზედამხედველობისკენ, განსაკუთრებით კი ის კომპანიები, რომლებსაც შეფასების საჭიროება წარმოიქმნებათ სხვადასხვა იურისდიქციებსა და ბიზნეს ერთეულებში.

შემოწმების პროცედურების ზრდასთან ერთად, ინოვაციური კორპორატიული ფაილების პროგრამების ნაწილი იკვლევს მონაცემთა ანალიზის გამოყენების შესაძლებლობას შეფასების აქტივობებისა და ფინანსური ანგარიშგების შედეგების გამჭირვალობის, თანმიმდევრულობის და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. ეს პროგრესული ბიზნესები აღიარებენ ეთიკური და გამჭირვალე კორპორატიული კულტურის დანერგვის მნიშვნელობას. ისინი პასუხობენ მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის მოთხოვნებსა და მარეგულირებელ ორგანოთა მოლოდინებს. ისინი ასევე ახორციელებენ სტრატეგიულ ინვესტიციებს მაგ. მონაცემთა ანალიზის სფეროში, მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობების ხაზგასასმელად.

კორპორატიულ აღმასრულებლებს და დირექტორთა საბჭოებს შეუძლიათ გამოიყენონ ანალიტიკის გზით მიღებული შეფასებისა და ანალიზის საშუალებები, რათა გააუმჯობესონ მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა.  ანალიტიკოსები ასევე ხაზს უსვამენ ინვესტორებთან ურთიერთობის მნიშვნელობას და მის ზეგავლენას კომპანიის ბაზარზე წარმოდგენაზე,  რაც  უზრუნველყოფს საწარმოს ღირებულების დაცვასა და გაძლიერებას.

Pen on a graph chart

მარეგულირებლების დეტალური შემოწმება

ერთ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გავზარდოთ ინვესტიცია შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემების ანალიტიკის მიმართულებით არის ის, რომ თავად ფასიანი ქაღალდების კომისია იყენებს მსგავს საშუალებებს. 2009  წელს კომისიამ დაიწყო საკუთრებასთან დაკავშირებული რისკების ანალიტიკური მომსახურების დაქირავება, რათა ამოეცნოთ და შეეფასებინათ საეჭვო ფინანსური შემოსავლები ჰეჯირებული ფონდების კვლევისას.

ფასიანი ქაღალდების კომისია განაგრძობს ბრძოლას ფინანსური ანგარიშგების დარღვევებისა და თაღლითობის სხვა ფორმების წინააღმდეგ, რაც განაპირობებს სააღსრულებო ღონისძიებების ზრდას. მარეგულირებელი ორგანოები ხშირად იყენებენ ანალიტიკას, რათა შეაფასონ კორპორატიული ემიტენტის რისკები და მოახდინონ მოახდინონ ფინანსური ანგარიშგების დარღვევების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს ფინანსური თაღლითობის ფაქტებზე.

Magnifying glass and graph charts

პოლიტიკისა და პროცედურების აუცილებლობა

რეალური ღირებულების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირად რთული საკითხია. როგორც მარეგულირებლები, აუდიტორები, აუდიტის კომიტეტები და კომპანიის აღმასრულებლები აღნიშნავენ, შეფასება პოტენციურად მიდრეკილია თაღლითობისკენ. შეფასების პროცესი არც მეცნიერებაა და არც ხელოვნება. იგი მოიცავს ბევრი ცვლადის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის შერწყმას, რაც საბოლოო ჯამში ყალიბდება, როგორც პროფესიული დასკვნა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ცვლადების არასწორი დამუშავებით ხდება ე.წ. „პროფესიული დასკვნის“ მომზადება იმ მიზნით, რომ შეინარჩუნონ სამუშაო ეფექტურობაზე დაფუძნებული ბონუსები, თავიდან აიცილონ გაუფასურების ხარჯები და პოტენციური ინვესტორებს წარუდგინონ რეალობიდან განსხვავებული პოზიტიური სურათი.

ასობით დასაქმებულსა და უამრავ სპეციალისტს მსოფლიოს გარშემო შეუძლია ჩაერთოს მონაცემების მიწოდების პროცესში რეალური ღირებულების შეფასებისთვის და სხვა მსგავსი „საჯარო ინტერესის“ შეფასებებში, მაგალითად, კორპორატიული გადასახადების მიზნებისთვის. რეალური ღირებულების შეფასება საჯარო კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. აღმასრულებლები, რომლებიც ხელს აწერენ ფინანსურ ანგარიშგებას, პასუხისმგებლობას იღებენ უნებლიე შეცდომებზე, თვითნებურ მანიპულაციებზე, შეფასების არათანმიმდევრულობასა და სხვა მსგავს დარღვევებზე.

Analytics graph

შესაძლებლობები და იმპერატივები იზრდება

გლობალური ფინანსური ბაზრის კომპლექსურობა ბოლო 15 წლის სწრაფი ტემპით შეიცვალა წინა ასწლეულთან შედარებით. ორგანიზაციების მიერ პერსონალის, ტექნოლოგიებისა და სხვა რესურსების ზრდის პარალელურად, კვლავ რჩება ღია კითხვები.  მაგალითად, არის თუ არა შიდა ინფრასტრუქტურა სათანადოდ ძლიერი, რათა მზარდ მოთხოვნებს უპასუხოს? არის თუ არა მენეჯმენტი პრაგმატულად მოაზროვნე?

აღმასრულებლებსა და დირექტორთა საბჭოს შეუძლიათ განჭვრიტონ, თუ როგორ შეუძლიათ ანალიტიკოსებს დაეხმარონ რისკების მართვაში შემდგომი სამი ფაქტორის გათვალისწინებით:

 

  1. მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის რისკი
  2. შიდა პროცესის ეფექტურობა
  3. გაუმჯობესებული ხარისხი

 

Dollar graph

უფრო მეტი შესაძლებლობები მომავალში

როდესაც კომპანიები ცდილობენ თავიანთი რეალური ღირებულების შეფასების შიდა პოლიტიკისა და პროცედურების  განახლებას, ჩნდება ახალი გამოწვევები. კომპანიები ეძიებენ დიდი მოცულობის მონაცემების მართვის გაუმჯობესების გზებს.

 

ტექნოლოგიებისა და პროცესების განვითარება ქმნის ეფექტურობისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის გაუმჯობესების საფუძველს. უახლოეს მომავალში შესაძლოა ვიხილოთ ხელოვნური ინტელექტი, მექანიკური სწავლა და პროგნოზირებადი ანალიტიკა. შეფასების გარკვეული ელემენტები შესაძლოა ავტომატიზირებული გახდეს, რაც საშუალებას მისცემს შეფასების სპეციალისტებს ნაკლები დრო დახარჯონ რაოდენობრივ კალკულაციებზე და ყურადღება მეტად გაამახვილონ დასკვნებსა და ინტერპრეტაციებზე.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?