მომსახურება

საბანკო სექტორი და კაპიტალის ბაზრები

ჩვენი FSI გამოცდილება სთავაზობს საჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს საბანკო და ფასიანი ქაღალდების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, რომლებიც თანამედროვე მსოფლიო ბაზრის რთული გამოწვევების წინაშე დგანან. ჩვენ კარგად გვესმის თქვენი პრობლემები, თვალყურს ვადევნებთ არსებულ ტენდენციებს და ვაფასებთ შესაძლო გართულებებს თქვენი ბიზნესისთვის.

ჩვენ ვაერთიანებთ ტექნიკურ გამოცდილებასა და ინდუსტრიის ღრმა ცოდნას, რათა შევიმუშაოთ მომსახურებები თქვენი კონკრეტული საჭიროების საპასუხოდ. ჩვენი გამოცდილების წყალობით ჩვენ გაწვდით პრაგმატულ რჩევებს თქვენი საქმიანობის ირგვლივ.

საბანკო და რისკების მართვის მომსახურებები

  • ფინანსური ანგარიშგებების აუდიტი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
  • დახმარება ფასს-ზე გადასვლაში, რომელიც მოიცავს საერთო გეგმის შემუშავებას, სწავლებას, აუცილებელი რესურსების მომზადებასა და ფინანსური ანგარიშგების სისტემის განვითარებას
  • ფინანსური ანგარიშგებების აუდიტი ფასს-ის, აშშ-ს მიერ საზოგადოდ მიღებული აღრიცხვის სტანდარტებისა (US GAAP) ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ასევე აქციების პირველადი განთავსების პროცესისთვის მომზადების ფარგლებში)
  • ფინანსური ანგარიშგებების გადახედვა კვარტალში/ნახევარ წელიწადში ერთხელ
  • ფასიანი ქაღალდების ბრუნვასა და განთავსებასთან დაკავშირებული სერვისები, რომელიც ასევე მოიცავს წარმომადგენლობითი წერილის მომზადებას

აუდიტი

შიდა აუდიტი

  • შიდა აუდიტის სრული ან ნაწილობრივი აუთსორსინგი
  • კორპორატიული მართვა
  • ორგანიზაციის რისკების მართვა
  • რისკებისა და საკონტროლო პროცედურების შეფასება საინფორმაციო ტექნოლოგიებში
  • შიდა აუდიტის ფუნქციის შემუშავება
  • შიდა აუდიტის ფუნქციის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება
  • შიდა აუდიტის ფუნქციის ოპტიმიზაცია
  • შიდა აუდიტის ტრენინგები
  • ხარისხის შეფასების მომსახურებები
  • ინსპექტირებისა და კონსალტინგის მომსახურება მესამე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვასთან დაკავშირებით

 

შიდა კონტროლი

  • შიდა კონტროლის სისტემების შემუშავება
  • შიდა კონტროლის სისტემის ოპტიმიზაცია
  • შიდა კონტროლის სისტემის საოპერაციო ეფექტურობისა და დიზაინის ტესტირება
  • ფინანსური ფუნქციის რეფორმირების და ERP სისტემის დანერგვის პროექტების განხორციელებისას კონტროლის პროცედურების განვითარება
  • საგანმანათლებლო პროგრამები შიდა კონტროლის დარგში

 

საინფორმაციო უსაფრთხოება

  • ორგანიზაციის მიერ გამოყენებული ინფორმაციის განსაზღვრა
  • ინფორმაციის გაჟონვის ალბათობისა და მისი შედეგების შეფასება 
  • დაცვის არსებული საშუალებების ეფექტურობის შეფასება
  • ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის შემთხვევაში რეაგირების სტრატეგიის შემუშავება
  • მონაცემების გაჟონვის თავიდან აცილების საშუალებების არჩევასა და დანერვაში მხარდაჭერა

მომსახურება რისკების მართვის კუთხით

მომსახურებები ტექნოლოგიური ინტეგრაციის დარგში:

  • ფინანსური მომსახურებების გაყიდვების პროცესის ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურობის გაზრდა და ოპტიმიზაცია
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების მართვა
  • სესხების გაცემის პროცესების ავტომატიზაცია
  • ინფორმაციის მართვა

 

სტრატეგია  და საოპერაციო ეფექტურობა:

  • სტრატეგიის შემუშავება: განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივების განსაზღვრა, აქციონერებისა და ტოპ-მენეჯმენტის ხედვის რეალიზება
  • ორგანიზაციული დიზაინი: ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია, ახალი ფუნქციების შექმნა, ცვლილებების  დანერგვა
  • პერსონალის რაოდენობის ოპტიმიზაცია: თანამშრომლების სრული რაოდენობის განსაზღვრა, დატვირთვის განაწილება, პროდუქტიულობის შედარებითი ანალიზი
  • KPI-ის სამოტივაციო სისტემის შემუშავება: წახალისების ობიექტური კრიტერიუმების შემუშავება, კავშირი წახალისებასა და ორგანიზაციის ფინანსურ შედეგებს შორის
  • ხარჯების შემცირება: მოთხოვნების რეგულირება, ბიზნეს პროცესების, ინფრასტრუქტურისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია
  • გაყიდვების ეფექტურობის გაზრდა: როლების გადანაწილების, რეგულარული მართვის პროცედურების და მოტივაციის დაბალანსებული სისტემის დანერგვის ოპტიმიზაცია
  • ბიზნეს პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესება: პროცესების დაჩქარება, შეცდომების რაოდენობის შემცირება,  კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება, პროცესებზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა
  • პროექტების მართვის ოფისის შექმნა: პროექტის ვადებისა და ბიუჯეტის შემცირება, კომპლექსური პროგრამების განხორციელებისას ხარისხის გაუარესების რისკის შემცირება
  • შერწყმის შემდგომი ინტეგრაცია: მიზნობრივი საოპერაციო მოდელის რეალიზება, ინტეგრაციის პროექტის რისკების შემცირება, სინერგიის ეფექტის მიღწევა

კონსალტინგი

გარიგებების მხარდაჭერა

  • დიაგნოსტიკა მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე
  • დიაგნოსტიკა გამყიდველის ინტერესებიდან გამომდინარე
  • გამყიდველის დახმარება გაყიდვების პროცესში
  • გამყიდველთან/პოტენციურ მყიდველთან მოლაპარაკებებში მხარდაჭერა
  • ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხებში მხარდაჭერა (დამოუკიდებელი ბიზნეს მიმოხილვის მომზადება)
  • გაყიდვებისა და შესყიდვების შეთანხმებების  მომზადება/ანალიზში მხარდაჭერა
  • კაპიტალის ბაზრების გარიგებების ანალიტიკური მხარდაჭერა (გრძელვადიანი ანგარიში, სამუშაო კაპიტალის ანგარიში)

 

ფინანსურ-საგამოძიებო მომსახურება:

  • ფინანსური თაღლითობის გამოძიება
  • მექრთამეობისა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მომსახურებები
  • სადავო საკითხებსა და სასამართლო პროცესებში მხარდაჭერა
  • ბიზნეს-ანალიტიკური მომსახურებები
  • კაპიტალის პროექტები
  • ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მომსახურება
  • თაღლითობის რისკის მართვა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის მომსახურებები
  • e-Discovery
  • ანალიტიკა

 

შეფასება და ფინანსური მოდელირება

  • ბიზნესის შეფასება/ ღირებულების ანალიზი
  • ძირითადი საშუალებების შეფასება
  • შესყიდვების საფასურის გადანაწილება და არამატერიალური აქტივების შეფასება
  • ფინანსური მოდელირება

ფინანსური კონსულტაცია

საერთაშორისო დაბეგვრა

  • საკონსულტაციო მომსახურება, მათ შორის: საგადასახადო მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა და ბუღალტრული აღრიცხვა (RAS და IFRS ან US GAAP)
  • კომპანიის საწესდებო ფინანსური ანგარიშგების მომზადება და შევსება და სრული ანგარიშგება საგადასახადო უწყებებთან
  • საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის მიზნებისთვის
  • კვალიფიციური კადრის მივლინებები
  • საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშების ანალიზი
  • ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების აღდგენა
  • მხარდაჭერა საოფისე და საველე აუდიტის განხორციელებისას

 

ბიზნესის გადასახადები

  • კორპორატიული დაბეგვრა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის მომსახურება
  • სტრატეგიების კონსულტაცია საგადასახადო ვალდებულებების უკეთ მართვისა და ფულადი სახსრების მოძრაობის გაფართოებისთვის

 

საკონსულტაციო მომსახურება გადასახადების მართვის სფეროში

  • რისკები, სტრატეგია და ოპერაციები
  • საწარმოო რესურსების დაგეგმვა და საგადასახადო სტრატეგია
  • მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის ფუნქციის აუთსორსინგი
  • მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის პროცესის ავტომატიზაცია
  • საგადასახადო მონაცემების ანალიზი

 

საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურება  შერწყმასა და შესყიდვასთან დაკავშირებით

1.    გლობალური დამსაქმებლის მომსახურებები

2.    ხელმძღვანელობის ანაზღაურების მომსახურებები

  • ანაზღაურების სტრატეგიისა და სამოტივაციო პროგრამების შემუშავება
  • აქციონერების კონსულტაცია და ინვესტორებთან ურთიერთობის შენარჩუნება

 

არაპირდაპირი გადასახადები

  • კომპანიის ოპერაციების ანალიზი არაპირდაპირი გდასახადების კუთხით, მათ შორის: რისკის სფეროებისა და გადასახადების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების განსაზღვრა
  • დღგ-ს მოთხოვნის დეტალური სტრატეგიის შემუშავება და აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების ტექნიკური მხარდაჭერა
  • სახელშეკრულებო შეთანხმებების ანალიზი დღგ-სა და აქციზის გადახდასთან დაკავშირებით შესაძლო უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით
  • კონსულტაცია არაპირდაპირი გადასახადების გამოყენების თაობაზე ცალკეულ ოპერაციებში, როგორიცაა: კაპიტალური მშენებლობა, ბიზნესის რეორგანიზაცია და გაყიდვების სტიმულირების სისტემა

 

კვლება და განვითარება და სახელმწიფო დახმარების სახეები

  • პოტენციური სარჩელის წინასწარი მიმოხილვა და ანალიზი
  • პროექტების განხორციელება საგადასახადო შეღავათებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის სხვა ფორმების მისაღებად და კონსულტაცია პროცესის ყველა ეტაპზე
  • განაცხადისა და დამხმარე დოკუმენტაციის მომზადება სარჩელისთვის
  • მოლაპარაკებები ხელმძღვანელობასთან
  • ხელშეკრულებების პროექტების განხილვა შესაბამის სამთავრობო უწყებებთან

გადასახადები

  • კონსულტაცია კორპორატიულ სამართალში
  • კონსულტაცია სახელმწიფო რეგულირების ქვეშ მყოფ სფეროებში
  • კორპორატიული მმართველობის იურიდიული ასპექტების ანალიზი
  • იურიდიული  მხარდაჭერა შერწყმის, შესყიდვისა და რეორგანიზაციის საკითხებში
  • იურიდიული  მხარდაჭერა აქციების პირველადი განთავსებისას
  • განსხვავებული ტიპის  ხელშეკრულებების მომზადება და ანალიზი
  • კონსულტაცია ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე
  • კონსულტაცია ფინანსური სამართლის ასპექტებზე (რომელიც მოიცავს საფონდო ბირჟას, სადაზღვევო, საბანკო და ლიზინგის კანონმდებლობას და სავალუტო გაცვლით რეგულაციებს)

იურიდიული მომსახურება