პერსპექტივები

ხუთი შეკითხვა ფინანსური დანაშაულის თემაზე

რისკები განსხვავებული თვალთახედვით

ფინანსური დანაშაული კარგად ცნობილი და ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზაციის ბრენდზე, რეპუტაციაზე, გუდვილსა და შემოსავალზე. ფინანსური დანაშაულის შედეგად წარმოშობილი დანაკარგების რისკის გარდა, კომპანიები ასევე აწყდებიან ხარჯების ზრდას მსგავს სფეროებში. ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებულ ფაქტორებს შორის, რომლებიც ზრდიან დანაკარგებსა და რისკებს, შესაძლოა დავასახელოთ შემდეგი: შესაბამისობის უზრუნველყოფა გართულებულ მარეგულირებელ მოთხოვნებთან, დანაშაულის აღმოჩენის ღონისძიებები, პოტენციური დანაშაულის შიდა გამოძიება, სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები და მასთან დაკავშირებული საურავები და ჯარიმები, კოლექტიური სარჩელი და სხვა სასამართლო პროცესები. ფინანსური დანაშაულის ეფექტური გამოვლენის, შეფასების, პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის, კომპანიებმა უნდა გამოიყენონ რისკების მართვის სტრატეგიული და კომპლექსური მიდგომა.

გამოცემაში - „რისკები განსხვავებული თვალთახედვით“, პიტერ დენტი, დელოიტის კანადის ოფისის პარტნიორი და ფინანსური გამოძიების ჯგუფისა და ფინანსური დანაშაულის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელი პასუხობს 5 ძირითად შეკითხვას აღნიშნულ დარგში. ამასთან, ენტონი დესანტისი, Deloitte Transactions and Business Analytics LLP-ის მონაცემების ანალიზის პრაქტიკის ხელმძღვანელი დეტალურად განიხილავს მასიური მონაცემების გამოყენებას თაღლითობის რისკის თავიდან აცილების მიზნით.

აღნიშნულ ანგარიშში განიხილება შემდეგი საკითხები:

  1. რა არის ფინანსური დანაშაული?
  2. რატომ წარმოადგენს ფინანსური დანაშაული დღესდღეობით სერიოზულ საფრთხეს?
  3. როგორ უმკლავდებიან კომპანიები ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებულ რისკებს?
  4. რატომ არ მოაქვს შედეგი კომპანიის მიერ კანონმდებლობის დაცვის, თაღლითობის პრევენციის, ფულის გათეთრებისა და  სხვა მსგავსი მიმართულებით წარმოებულ პროგრამებს?
  5. რა როლს თამაშობს ტექნოლოგია ფინანსური დანაშაულის რისკების მართვის კუთხით?

ანგარიშში ასევე განიხილება მასიური მონაცემების გამოყენება თაღლითობის რისკის პრევენციის მიზნით.

რისკები განსხვავებული თვალთახედვით: ხუთი შეკითხვა ფინანსური დანაშაულის თემაზე
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?