პერსპექტივები

Risk Angles: დელოიტის პუბლიკაციები

რამდენიმე ნაბიჯით წინ

Risk Angles არის დელოიტის გამოცემა, რომელიც მოიცავს ექსპერტებთან მოკლე ინტერვიუებს აქტუალური რისკების თემაზე. აღნიშნულ გამოცემებში განხილული საკითხების ფართო სპექტრი, როგორიცაა: კორპორატიული მართვა, რისკების მართვა და ნორმატიული მოთხოვნების დაცვა, დაგეხმარებათ რამდენიმე ნაბიჯით წინ გაუსწროთ რეალობას.

რეპუტაციასთან დაკავშირებული რისკი ყველაზე სერიოზულ სტრატეგიულ საფრთხეს უქმნის ორგანიზაციას, რადგან იგი მიეკუთვნება რისკების იმ სახეობას, რომელიც გამოწვეულია და დაკავშირებულია სხვა ტიპის რისკებთან. რეპუტაციის რისკი ხშირად არ კონტროლდება უშუალოდ ორგანიზაციის მიერ და უმეტეს შემთხვევაში, შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ორგანიზაციას - როგორც მატერიალური, ასევე მორალური.

აღნიშნული პუბლიკაციის მოცემულ ნომერში განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეპუტაციის რისკის საფრთხეებთან, კომპანიების მიერ მათი აღკვეთის მიზნით გამოყენებულ პრაქტიკულ მეთოდებთან და ასევე, კომპანიის რისკისადმი მიდრეკილებისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების დაუცველობის ანალიზი, რათა შეგვექმნას სრულყოფილი წარმოდგენა რეპუტაციის პოტენციური საფრთხეების შესახებ.

სრული ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე...

ბოლო წლებში რისკების მოდელირება ძალიან პოპულარული გახდა, რაც აიხსნება კომპანიის სურვილით იპოვოს სტრატეგიულ, საოპერაციო, გეოპოლიტიკურ, ნორმატიულ ნორმებთან შესაბამისობისა და სხვა რისკებთან გამკლავების უკეთესი გზები. ტექნოლოგიურმა პროგრესმა შექმნა რისკების მოდელირების პროცესის ოპტიმიზაციის საშუალება; რისკების მუდმივად მზარდ სპექტრზე რეაგირება კი სულ უფრო აქტუალური ხდება.

აღნიშნულ გამოცემაში განიხილება პრობლემები, რისკების ზეგავლენა და მათი მოდელირების სტრატეგია; ასევე ხორციელდება გადაწყვეტილების მიღების პროცესის ოპტიმიზაციისა და მოდელირების როლის უფრო დეტალური ანალიზი.

სრული ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე...

ბოლო დროს აღინიშნება რისკების მართვისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის კონტროლის ფუნქციების დაახლოების ტენდენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ამ ფუნქციის განხილვისას აუცილებლად განიხილება მეორეც. კანონმდებლობის მოთხოვნების გაძლიერება, მათი დაცვის ვალდებულების გამკაცრება და მასთან დაკავშირებული, კომპანიის რეპუტაციის შელახვის რისკი - არის საკითხები, რომელთაც ნორმატიული ნორმების დაცვის სფეროს დირექტორები ვერ უგულებელყოფენ.

გამოცემაში განიხილება ნორმატიული მოთხოვნების დაცვის  კონტროლის ფუნქციის განვითარება, ამ მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებული ახალი რისკები და ასევე, ნორმატული მოთხოვნების დაცვის სფეროს დირექტორების ფუნქციის ცვლილებები.

სრული ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე...

რისკების კონტროლი | ფინანსური დანაშაულის რისკების მართვა | რისკებისა და ღირებულების თანაფარდობა | საგადასახადო რისკების ზეგავლენა | სტრატეგიული რისკი | საინფორმაციო უსაფრთხოების ევოლუცია | პროგნოზირება და დაგეგმვა რისკების გათვალისწინებით | მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული რისკები | რეაგირების რისკი | რისკების შეფასება | წყლისა და სხვა დეფიციტურ რესურსებთან დაკავშირებული ბიზნეს რისკები | რისკების მართვა არასტაბილური ეკონომიკის პირობებში | რეპუტაციის რისკი | ანალიტიკის გამოყენება რისკების მართვის სფეროში

რისკების დეტალური ანალიზი

მიიღეთ დელოიტის ბოლო პუბლიკაციები კორპორატიულ მართვის, რისკების მართვისა და ნორმატიული მოთხოვნების დაცვის საკითხებზე. განაახლეთ თქვენი ანგარიში და მიიღეთ ყველაზე აქტუალური მასალები რისკებთან დაკავშირებით. 

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?