Future of HR

პერსპექტივები

საწარმოს მომავალი მოითხოვს ადამიანური რესურსების ახალ მომავალს

ადამიანური რესურსების ხელახალი აღქმა

ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს მუდმივი ცვლილება აიძულებს საწარმოებს სწრაფად მოერგონ ახალ რეალობას. მაგრამ არსებობს რამდენიმე სფერო, სადაც ცვლილებების ტემპი ჯერ კიდევ ვერ ეწევა ბიზნესის ახალ რეალობას. ადამიანური რესურსების მენეჯერებმა და მათმა გუნდმა უნდა გამოიჩინონ მოქნილობა და შეინარჩუნონ ორგანიზაციული ღირებულებები ადამიანური რესურსების მომავლის უზრუნველსაყოფად.

ცვალებადი საწარმო

საწარმოები გადადიან ახალ ბიზნეს მოდელზე, ტექნოლოგიებზე და ცცლიან მათი სამუშაო ძალის მოლოდინებს. ხშირად HR გუნდს უწევს წინამორბედი ორგანიზაციის საკითხების გადაწყვეტა მომავლის საჭიროებების დაგეგმვის პარალელურად.  

ეს ქმნის უპრეცედენტო შესაძლებლობას HR-ისთვის შეასრულოს ახალი, სასიცოცხლო როლი საწარმოს კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის და ადამიანური რესურსების  წვდომის მიმართულებით და გამოჩნდნენსაზოგადოებაში, სადაც მათ უწევთ მუშაობა. საწარმოებს შეუძლიათ კონკურენციის გაწევა და წარმატების მიღწევა მთლიანი ბიზნეს მოდელის, პროდუქტის და მომსახურების, გაყიდვების, წარმოების, მენეჯმენტის და HR გუნდის შეცვლით.

სისტემის რღვევა ქმნის მომავლის სამ მიმართულებას, რომელსაც HR-მა უნდა უპასუხოს

HR-მა ახალ მომავალში უნდა შეაბიჯოს ოთხი მიმართულებით

ბევრმა HR ლიდერმა სახელი გადაარქვა ამ ფუნქციას ბრენდის ცვლილების ხაზგასმის მიზნით და გამოიყენა ისეთი ტერმინები, როგორიცაა: "თანამსრომელთა გამოცდილება", "ადამიანები" და სხვა. სიტყვებს ნამდვილად აქვთ მნიშვნელობა და ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა "HR"-ის რებრენდინგი ამ ფუნქციის ისტორიაში ყველაზე გარდამტეხ პერიოდებში მოხდა.

 


მოქმედებდე ციფრულ ეპოქაში
. ახალი თვისებებისა და ქცევის ათვისება საწარმოს ციფრულ ეპოქაში წინსვლის შესაძლებლობას მისცემს. რადგან ხელოვნური ინტელექტი, რობოტექნიკა და შემეცნებითი გადაწყვეტილებები სულ უფრო ვითარდება, ორგანიზაციებმა უნდა შეცვალონ სამუშაოს ორგანიზების წესი და პოზიციები მომავალი ზრდის უზრუნველსაყოფად.
ცენტრზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებიდან ადამიანზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებამდე. პერსონალიზაციის გამოყენება საწარმოს სრულ სამუშაო ძალაზე გააფართოებს თანამშრომლებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შესაძლებლობებს. HR-ის მომავალი ფოკუსირებულია ხელშსახები, გაზომვადი ღირებულების მიღებაზე მთელი საწარმოს მასშტაბით, რომელიც იქნება როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი. 

შესაბამისობიდან და კონტროლიდან - ნდობასა და გაძლიერებამდე.
 მაღალი ზეგავლენის HR საოპერაციო მოდელის დანერგვა ორგანიზაციებს მოქნილს ხდის დინამიურ ბინზეს მოდელებზე დაყრდნობით. HR-ის მომავალი მოითხოვს სანდო პარტნიორების ძლიერ ეკოსისტემას, შიდა შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით ადამიანური რესურსებისა და ინოვაციებისთვის ახალი არხების შექმნის პარალელურად. 

ინტეგრირებული სისტემებიდან ჩართულობის ერთიან პატფორმამდე
. მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა ხელს უწყობს პროდუქტიულობის გაზრდას. რობოტიზაციის პროცესის ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტი, ვირტულური რეალობა, ავტომატიზირებული სწავლება და სოციალური ურთიერთთანამშრომლობა ორგანიზაციებს ნამდვილი გარდაქმნის საშუალებას აძლევს.

ადამიანური რესურსების ფუნქციით ღირებულების შექმნის ერთადერთი გზა არ არსებობს. თქვენი გზა უნიკალური იქნება და დღევანდელ ცვალებად გარემოში, გზა, რომელიც თქვენს დანიშნულებამდე მიგიყვანთ, შესაძლოა ყველაზე ნაკლებ გამოყენებული აღმოჩნდეს. რომელ გზას აირჩევთ თქვენ?

So, what is the future of HR?

Fullwidth SCC. Do not delete! This box/component contains JavaScript that is needed on this page. This message will not be visible when page is activated.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?