Actuarial, Rewards & Analytics Offerings

გადაწყვეტილება

აქტუარული ნაწილი, ჯილდოები და ანალიტიკური ნაწილი

ანალიტიკა, ავტომატიზირებული სწავლება და მონაცემთა მეცნიერება

გამოთვლითი შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, ორგანიზაციები ინტერესდებიან როგორც შიდა, ასევე გარე მონაცემების ანალიზით მანამდე უცნობი ურთიერთკავშირების იდენტიფიცირების მიზნით, რაც გაზრდის სამუშაო ეფექტურობას, გაყიდვებს და უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე. 

დელოიტის მოწინავე ანალიტიკისა და მოდელირების სპეციალისტები გთავაზობენ ბიზნეს გადაწყვეტილებების სრულს სპექტრს, იყენებენ რა მოწინავე სტატისტიკურ ტექნიკას დიდი რაოდენობით შიდა და გარე ინფორმაციის ანალიზისათვის მანამდე უცნობი, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმიანი ურთიერთობების გამოვლენის მიზნით, რაც საშუალებას აძლევს კლიენტებს მნიშველოვნად გააუმჯობესონ პროდუქტიულობა ინფორმირებული პროგნოზირების გზით. ანალიტიკური ტექნიკა მოიცავს: პროგნოზირებად მოდელირებას, სიმულაციას, ოპტიმიზაციას, სცენარის დაგეგმვას და მონაცემების მოპოვებას. ჩვენი მონაცემთა მოპოვების მეთოდოლოგია ეფუძნება კვლევისა და განვითარების სექტორის  20 წელზე მეტ გამოცდილებას  ეროვნური ინტელექტისა და ნერვული ქსელის პროგრამებში.

კომპენსაციის პროგრამები

იმდენად რამდენადაც კომპენსაციის პროგრამების ღირებულება და მასთან დაკავშირებული რისკები მუდმივად იზრდება, დამსაქმებლები ეძიებენ ახალ და ინოვაციურ გზებს თანამშრომელთა პროდუქტიულობისა და ჩართულობის გასაუმჯობესებლად. 

დელოიტის პროფესიონალები ეხმარებიან დამსაქმებლებს ორგანიზაციის პროდუქტიულობის გაზრდაში კომპენსაციის პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და მართვის ოპტიმიზაციის გზით. როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური მრჩეველები კომპენსაციის, ჯანდაცვისა და საპენსიო პროგრამების სფეროში, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს განიხილონ აღნიშნული პროგრამები ადამიანური რესურსების საერთო სტრატეგიის კონტექსტში და ფოკუსირება მოახდინონ თანამშრომლების ეფექტურობის, დამსაქმებლის ხარჯებისა და რისკების მართვის ოპტიმალურ ბალანსზე. ტექნიკური გამოცდილების გარდა, ჩვენს კონსულტანტებს გააჩნიათ ფართო ბიზნეს და ინდუსტრიული გამოცდილება კომპენსაციასთან დაკავშირებული კომპლექსური ბიზნეს საკითხების მოსაგვარებლად სტრატეგიის შემუშავებიდან დაწყებული მის სრულ განხორციელებამდე. ჩვენ ვაწვდით აქტუარულ და საინვესტიციო ექსპერტიზას საპენსიო გეგმის სპონსორებსა და რწმუნებულებს, რათა ვუზრუნველყოთ მათი საპენსიო პროგრამების ოპტიმალური მართვა.   

შერწყვა, შესყიდვა და გარდაქმნა

დღევანდელ კონკურენტულ ბიზნეს გარემოში, ბიზნეს ორგანიზაციები ცდილობენ გაიზარდონ, როგორც დამოუკიდებლად, ასევე შერწყმა-შესყიდვის გზით. 

დელოიტის შერწყმა-შესყიდვის პროფესიონალები ეხმარებიან კლიენტებს პროცესის ნებისმიერი ფაზის დროს ადამიანური რესურსების მნიშვნელობის განსაკუთრებული ხაზგასმით მთელი ციკლის მანძილზე: სტრატეგია,  წინა საინვესტიციო შეფასება და შერწყმის შემდგომი ინტეგრაცია. ჩვენ ვიყენებთ 1000-ზე მეტი გლობალური პროექტიდან მიღებულ გამოცდილებას, რათა კონსულტაცია გავუწიოთ კლიენტებს, თუ როგორ მიაღწიონ ზრდას, გააერთიანონ ბიზნესები ან განახორციელონ ეფექტური გამოყოფა. ჩვენი გამოცდილება მოიცავს ტრადიციულ ადამიანური რესურსების სფეროს საკითხებს, როგორიცაა: სრული საკომპენსაციო პროგრამა, ადამიანური რესურსების გარდაქმნა, ორგანიზაცია და ადამიანური რესურსების განვითარება და აქტუარული მომსახურება, რომელიც გამყარებულია დელოიტის ღრმა გამოცდილებით საკონსულტაციო მომსახურების, აუდიტის, გადასახადებისა და ფინანსური კონსულტაციების დარგში. 

საპენსიო საკონსულტაციო მომსახურება და რისკების მართვა

საპენსიო პროვაიდერები ეძიებენ ზრდის შესაძლებლობებს საზღვრების შევიწროების, ძველი ტექნოლოგიებისა და მარეგულირებელი სფეროს გაურკვევლობის პირობებში. 

დელოიტი სთავაზობს კლიენტებს მომსახურებების სრულ სპექტრს და ეხმარება საპენსიო პროვაიდერებს მათი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. საპენსიო სერვისების საკონსულტაციო მომსახურება ფოკუსირებულია საპენსიო პროვაიდერების დახმარებაზე დიფერენცირება მოახდინონ ბაზარზე ბიზნეს სტრატეგიისა და ბიზნეს ოპერაციების მოცვით. ჩვენ გვაქვს მრავალ წამყვან საპენსიო პროვაიდერთან მუშაობის გამოცდილება და გვჯერა, რომ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სამრეწველო მიღწევები, უნიკალური მიდგომები და სწორი გადაწყვეტილებები. დიდი გამოცდილების, უნიკალური მომსახურებისა და აპრობირებული მეთოდოლოგიების წყალობით, ჩვენ ვართ აღიარებული ლიდერები ფინანსური და საპენსიო მომსახურების დარგში. ჩვენი მისიაა დავეხმაროთ საპენსიო პროვაიდერებს, მათ შორის: ბანკებს, აქტივების მენეჯერებს, სადაზღვევო კომპანიებს და ტექნოლოგიურ ვენდორებს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს. 

აქტუარული მომსახურება

სადაზღვევო ორგანიზაციები სტრატეგიული საკითხების გაუმჯობესებას მათი აქტუარული დეპარტამენტისგან მოელიან.

დელოიტი ეხმარება როგორც სადაზღვევო, ასევე დაზღვეულ ორგანიზაციებს აქტუარული საკონსულტაციო მომსახურების თითოეულ ასპექტში, მათ შორის: ფინანსური ანგარიშგება, აქტუარული ფასწარმოქმნა, ფინანსური მოდელირება და აქტუარული მოდელირება. ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფინანსური მომსახურების ორგანიზაციებთან და მათ აღმასრულებლებთან სიცოცხლის, ქონებისა და ჯანდაცვის სადაზღვევო სფეროში და საბანკო სექტორში და ვეხმარებით მათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. 

მარეგულირებელი, რისკებთან და კაპიტალთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება

ფინანსური ორგანიზაციები გლობალურად ეძიებენ შემოსავლის ზრდის, რისკებისა და კაპიტალის მართვის გაუმჯობესების და ხარჯების შემცირების გზებს, ცდილობენ რა კაპიტალის შემოსავლიანობის გაუმჯობესებას.

დელოიტს ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების პრაქტიკული გამოყენების დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს  მარეგულირებელ, რისკების და კაპიტალის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევაში საკონსულტაციო მომსახურებისა და ტექნოლოგიური მხარდაჭერის გზით.

სადაზღვევო და პროდუქტის განთავსების მომსახურების ეფექტურობა

სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ მათი პროდუქციის, ფასებისა და პროცესების გაუმჯობესებას კლიენტების მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით. 

დელოიტი ეხმარება სადაზღვევო კომპანიებს პროდუქციისა და შესაბამისი ფასების შემუშავებაში, სადაზღვევო პროცესების რაციონალიზაციასა და ტრანსფორმაციაში.

ფინანსური და აქტუარული გარდაქმნა

სადაზღვევო კომპანიები სტრატეგიული საკითხების გაუმჯობესებას მათი აქტუარული და ფინანსური დეპარტამენტების მხრიდან მოელიან. 

დელოიტი ეხმარება სადაზღვევო ორგანიზაციებს აქტუარული, რისკებთან დაკავშირებული და ფინანსური საოპერაციო მოდელებისა და სისტემების მოდერნიზაციის კუთხით, ინდუსტრიულ სექტორში არსებული გამოწვევების უკეთ გამკლავების მიზნით.

საპენსიო ინვესტირების საკონსულტაციო მომსახურება

დღევანდელ არასტაბილურ ბაზარზე, საპენსიო ინვესტიციების მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა და სასურველი ფინანსური შედეგების მიღწევა კრიტიკულია.

დელოიტი გაგიწევთ კონსულტაციას თანამშრომლების ანაზღაურების პროგრამების თითოეულ ეტაპზე რთული საპენსიო უზრუნველყოფით დაწყებული მოქნილი პროგრამებით დასრულებული.