მომსახურება

ორგანიზაციის ტრანსფორმაცია

ბიზნესი გამუდმებით იცვლება. ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიები, მუშაობის სწრაფი გზები და რეგულაციები ცვლიან ორგანიზაციების მუშაობის წესს. ადამიანურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტრანფორმაციას შეუძლია მდგრადი ცვლილებების უზრუნველყოფა ქცევით, კულტურულ და მთელი ორგანიზაციის დონეზე.

ციფრული და განვითარებადი ტექნოლოგიები, ცვალებადი საბაზრო პირობები და ზეწოლა მარეგულირებლების მხრიდან არის ის გარეგანი ფაქტორები, რომლებიც ბიზნესის გარდაქმნას განაპირობებენ. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, გარდაქმნას ხშირად განაპირობებს ახალი ხელმძღვანელობა ან შერწყმისა და შესყიდვის გარიგებები. როგორ შევუთანხმოთ ორგანიზაციის სტრუქტურა, ადამიანური რესურსები, ხელმძღვანელობა და კულტურა ბიზნეს სტრატეგიას ის მთავარი გამოწვევაა, რაც გარდაქმნის პროცესის ზუსტ ხედვას და მის მდგრადობას განპირობებს წლების განმავლობაში. რაც არ უნდა იყოს გარდაქმნის მიზეზი, გამოწვევები მსგავსია: როგორ გავაერთიანოთ  ორგანიზაციული სტრუქტურა, ადამიანური რესურსები, ხელმძღვანელობა და ორგანიზაციის კულტურა ერთ სტრატეგიაში  იმგვარად რომ მივაღწიოთ რეალურ მდგრად ტრანსფორმაციას. 

ჩვენი პროფესიონალები ეხმარებიან მენეჯმენტს აღნიშნული გამოწვევების გამკლავებაში. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად, რათა განვსაზღვროთ ოპტიმალური გუნდი, ბიზნეს ინდიკატორები და შევათანხმოთ ბიზნეს პროცესები. ჩვენ გეხმარებით განსაზღვროთ თუ რა საჭიროებს შეცვლას თქვენს ორგანიზაციაში და განახორციელოთ საჭირო ქცევითი და კულტურული ცვლილებები მოწინავე სტრატეგიებითა და გადაწყვეტილებებით, როგორიცაა: CulturePath და EngagePath. ჩვენ გეხმარებით მუშაობის ახალი გზების დანერგვაში, მათ შორის ხელმძღვანელობის მოლოდინების მართვაში და ახალი უნარების, ტრენინგების და კომუნიკაციის საჭიროებების განსაზღვრაში. 

ჩვენ ასევე გთავაზობთ სპეციალიზირებულ ცოდნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: პენსიები, აქტუარული და სადაზღვევო გადაწყვეტილებები და ადამიანური რესურსების შერწყმა-შესყიდვის გარიგებები. ჩვენი პროფესიონალები ეხმარებიან საპენსიო მომწოდებლებს ბიზნეს სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში და ზრდის უზრუნველყოფაში პროდუქტის ინოვაციის, მომხმარებლების გამოცდილების და საოპერაცო საქმიანობის ეფექტურობის გზით. ჩვენ ვმუშაობთ სიცოცხლის, ქონების და უბედური შემთხვევების სადაზღვევო ომპანიებთან მათი საქმიანობის მოდერნიზაციისა და აქტუარული ხარჯებისა და რისკების კონტროლისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ასევე არა სადაზღვევო კომპანიებთან ხარჯების შემცირებისა და რისკების მართვის კუთხით. დელოიტის შერწყმისა და შესყიდვის სპეციალისტები ეხმარებიან ორგანიზაციებს დაგეგმონ და განახორციელონ სტრატეგიები მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ადამიანური რესურსების რეორგანიზაციიდან, რომელიც დაკავშირებულია შერწყმასთან, შესყიდვასთან და რესტრუქტურიზაციასთან. 

როდესაც თქვენ მუშაობთ დელოიტის ორგანიზაციული გარდაქმნის პროფესიონალებთან, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომ მდგრადი შედეგების მიღწევა არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ რეალურად მიღწევადია, როდესაც გამოცდილება და ცოდნა შერწყმულია მოწინავე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებთან და ანალიტიკასთან.

გაეცანით დამატებით მასალებს

პერსონალის რიცხობრივი მაჩვენებლების მოდელირება

ეფექტურობის ზრდის ინსტრუმენტი

პუბლიკაცია მოიცავს მიდგომას, რომელიც გამოიყენება კომპანიებისთვის პერსონალის რიცხობრივი მაჩვენებლების მოდელების შემუშავების დროს სხვადასხვა სექტორში.

headcount models for companies in various industries