სტატია

დელოიტის ვებინარი

COVID-19-ის გავლენა სამართლებრივ ურთიერთობებზე საქართველოში

COVID-19-ის საპასუხოდ შემუშავებული სამართლებრივი შეზღუდვები ინტერესის სფეროს წარმოადგენს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

დელოიტი გიწვევთ ვებინარზე, რომელიც შეეხება საქართველოში არსებულ რეგულაციებს და მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ შეამციროთ COVID-19-ის გავლენა თქვენი ორგანიზაციის მუშაობაზე.

ვებინარი ჩატარდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ძირითადად მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • შრომითი ურთიერთობები, მათ შორის ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობა;
  • ზოგადი სახელშეკრულებო ურთიერთობები, უპირატესად დაუძლეველ ძალასთან მიმართებით.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ პრეზენტაცია, სადაც განხილულია საკითხები, რომელზეც უფრო დეტალური მსჯელობა გაიმართება ვებინარზე. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ შეგეძლებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.

დასარეგისტრირებლად გთხოვთ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: nabramishvili@deloitte.ge.
 

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?