green-grey sphere

მომსახურება

იურიდიული საკონსულტაციო მომსახურება

მულტინაციონალურ ორგანიზაციებს სჭირდებათ იურიდიული კონსულტანტები, რომლებიც შეძლებენ ყოველდღიური საქმიანობისა და სხვადასხვა იურისდიქციის კორპორატიული აქტივობების სამართლებრივ მხარდაჭერას. დელოიტის იურიდიული კონსულტანტები იყენებენ მოწინავე ტექნოლოგიებს, რათა დაეხმარონ კომპანიებს იურიდიული საქმიანობის ეფექტიანად და გამჭვირვალედ მართვაში.

ჩვენი იურიდიული საკონსულტაციო მომსახურებები მოიცავს:

კორპორატიული სამართალი

დელოიტის იურიდიული სამსახური ეხმარება კლიენტებს ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობების დროს გამოვლენილი საკითხების მართვაში. ჩვენი სპეციალისტები გლობალური კოორდინაციით აერთიანებენ ჩვენს ნოუ-ჰაუსა და გამოცდილებას ადგილობრივ იურისდიქციაში. დელოიტის იურიდიული სამსახურის კორპორატიული სამართლის მომსახურება მორგებულია თითოეული კლიენტის საჭიროებებზე.

Corporate law

ციფრული სამართალი

ჭკვიანი მოწყობილობები, რობოტიზაცია და ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, დიდი მონაცემები, ქლაუდი, 3D ბეჭდვა - ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და შედეგად, მსხვილი და მცირე, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ფუნდამენტურად ანახლებენ მათი მუშაობის პრინციპებს. დელოიტის იურიდიული სამსახური თითოეულ კლიენტს სთავაზობს მათზე მორგებულ ციფრული სამართლის მომსახურებას. ინტეგრირებული, საერთო მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, იურიდიული სამსახურის გამოცდილება სამართლისა და რეგულირების სფეროში  ერთიანდება დელოიტის სხვა ბიზნეს მომსახურების მიმართულებებთან, როგორიცაა ბიზნეს საკონსულტაიცო მომსახურება, აუდიტი, რისკების მართვა, ფინანსური საკონსულტაციო მომსახურება და საგადასახადო მომსახურება.

დავების გადაწყვეტა

დელოიტის იურიდიული სამსახურის ადვოკატთა გლობალური ქსელი იცავს კლიენტების უფლებებსა და ინტერესებს კონფლიქტურ სიტუაციებში. ძირითადად, მულტინაციონალურ კომპანიებზე ფოკუსირებით, რომლებიც დგანან ტრანსსასაზღვრო გამოწვევების წინაშე, ჩვენი დავის მოგვარების სპეციალისტები ეხმარებიან კლიენტებს, თავი აარიდონ შესაძლო დავებს, ან თუ ეს გარდაუვალია, წარმოადგინონ კლიენტები სასამართლოში მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მოსაპოვებლად.

Dispute resolution

შრომის კანონმდებლობა და ბენეფიტები

ვინაიდან სამუშაო ძალასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს შეუძლია გავლენა მოახდინოს კომპანიის უნარზე, მოიზიდოს და შეინარჩუნოს კადრი, ან მყისიერად შელახოს მისი რეპუტაცია და საბაზრო ღირებულება, კომპანიებს სჭირდებათ შრომითი კანონმდებლობის პრობლემური საკითხების სანდო, გლობალური მასშტაბის გადაწყვეტილებები.

Employment law and benefits

შერწყმა და შესყიდვა

დელოიტის იურიდიული სამსახური მხარს უჭერს კომპანიებს ბიზნეს გარიგების ყველა ეტაპზე, მოლაპარაკებებიდან ტრანზაქციის საბოლოო განხორციელებამდე. რისკების ყველა მიმართულებით დასაზღვევად, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი საგადასახადო და ფინანსური კონსულტანტების მხარდამხარ.

Mergers & Acquisitions

მარეგულირებელი ნორმები და შესაბამისობა

გლობალური მარეგულირებელი გარემოს მზარდი სირთულეები აიძულებს კომპანიებს მიიღონ ორგანიზაციული, სპეციალიზირებული და სექტორულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. დელოიტის იურიდიული სამსახური აერთიანებს გლობალურ და ადგილობრივ ხედვას, რათა დაეხმაროს კომპანიებს აღნიშნული გადაწყვეტილებების შემუშავებასა და განხორციელებაში.

Regulatory & Compliance

კერძო კლიენტების იურიდიული მომსახურება

დელოიტის იურიდული სამსახური, დელოიტის გლობალური ქსელის პროფესიონალების დახმარებით, კონსულტაციას უწევს კერძო ბიზნესებსა და პიროვნებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იურიდიული გუნდი ეხმარება კერძო კლიენტებს უნიკალური გამოწვევების გამკლავებაში, ზრდის პოტენციალის აღმოჩენაში, სიახლეებისა და ნოვაციების დანერგვაში, გაფართოებაში, კორპორატიული მართვასა და ბიზნესის თანმიმდევრულ დაგეგმარებაში.  

grey green hollow sphere

უძრავი ქონება

დელოიტის იურიდიული სამსახური სთავაზობს უძრავი ქონების კლიენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მომსახურებების ფართო სპექტრს. დელოიტის იურიდიული პრაქტიკა ემსახურება ინდუსტრიის უდიდეს უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდებსა და კომპანიებს, სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებსა და უძრავი ქონების ინვესტორებს.

Real estate

ბანკები და ფინანსები

დელოიტის იურიდიული სამსახურის სპეციალისტები სთავაზობენ კლიენტებს საბანკო და ფასიანი ქაღალდების იურიდიულ მომსახურებას. ჩვენს ბანკებისა და ფინანსების გუნდს აქვს დიდი გამოცდილება საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების კონსულტირების სფეროში. ფინანსური, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის კონსულტანტებთან მხარდამხარ მუშაობით, ჩვენი იურისტები სთავაზობენ კლიენტებს უნიკალურ ყოვლისმომცველ მომსახურებას.

green spikes circle

კომერციული სამართალი

დელოიტის იურიდიული სამსახურის გამოცდილი სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ კომერციული სამართლის გადაწყვეტილებების პრაქტიკულ ასპექტებზე, რაც ეხმარება კლიენტებს მართონ მკაცრი რეგულაციები და მათი ადგილობრივი აღსრულება. ჩვენი იურისტები მუშაობენ მულტიდისციპლინარული გუნდის შემადგენლობაში, საგადასახადო, საკონსულტაციო, რისკების მართვისა და ფინანსური კონსულტაციების დეპარტამენტის პროფესიონალებთან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მნიშვნელოვან სექტორებსა და ინდუსტრიებზე. ეს მულტიფუნქციური მიდგომა საშუალებას აძლევს დელოიტის იურიდიულ სამსახურს შესთავაზოს კლიენტებს ყოვლისმომცველი პერსპექტივა.

Commercial law