green grey circles

მომსახურება

იურიდიული მართვის მომსახურებები

იურიდიული დეპარტამენტები განუწყვეტლივ ცდილობენ დააბალანსონ ყოველდღიური რუტინული პასუხისმგებლობები და მნიშვნელოვანი, მაღალი ღირებულების მქონე ინიციატივების განხორციელება. გლობალური გამოცდილების, საკონსულტაციო მომსახურების, ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების სხვა ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით, დელოიტის იურიდიული სამსახური ეხმარება კლიენტებს შემდეგი მიზნების მიღწევაში: დიდი მოცულობის სამუშაოს ეფექტური შესრულება, იურიდიული ხარჯების გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა, რისკების უფრო ეფექტური მართვა, მარეგულირებელი ნორმების დაცვა და კორპორატიული მართვის საკვანძო სფეროების ზედამხედველობა.

ჩვენი იურიდიული მართვის მომსახურებები მოიცავს:

იურიდიული პირის მართვა

მარეგულირებელ სფეროში ცვლილებები უპრეცედენტო ტემპით  ხორციელდება. მონაცემთა გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის მარეგულირებელი ნორმების შემოღებამ, შეცვალა ორგანიზაციების მიერ მათი სუბიექტების მართვის გზა. დელოიტს შეუძლია მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის სრული ციკლის მართვაში დახმარება. დელოიტის კორპორატიული და იურიდიული პირის მართვის მომსახურებები დაფუძნებულია ცენტრალიზებულ კოორდინაციასა და ადგილობრივი იურისდიქციების სპეციფიკურ გამოცდილებაზე.

სწრაფად ცვალებადი გარემო ითხოვს მოქმედებას

ამ ფონზე, საზღვრებს მიღმა მოქმედი მრავალი გლობალური კომპანიისათვის დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული იურიდიული პირების მართვა და მათი მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა, ასევე, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ მოიაზრებს იურიდიული დეპარტამენტი ცვლილებებს. მრავალი გლობალური კომპანია ამკვიდრებს ახალ უნარ-ჩვევებს, ტექნოლოგიებსა და საოპერაციო მოდელებს ამ გამოწვევებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

იურიდიული პირის მართვა - რას მოიცავს

სხვა იურიდიული მართვის მომსახურებები მოიცავს:

  • სახელშეკრულებო ურთიერთობის სრული ციკლის მართვა
  • იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზი და მართვა
  • იურიდიული პროექტების მართვა
  • იურიდიული კადრებით უზრუნველყოფა
  • მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის გზამკვლევის შედგენა
  • აუთსორსინგით მიწოდებული ნებისმიერი იურიდიული მომსახურება

to activtae fullwidth component . Do not delete! This box/component contains JavaScript that is needed on this page. This message will not be visible when page is activated.