მომსახურება
იურიდიული მართვის საკონსულტაციო მომსახურება
ბოლო ათწლეული სამართლის სფეროს პროფესიონალებისთვის დიდი ცვლილებების პერიოდი აღმოჩნდა. მთავარი იურისტები განიცდიან მზარდ ზეწოლას, რომ გაუმკლავდნენ ამჟამინდელ და მომავალ ბიზნეს გამოწვევებს, ასევე, კომპლექსურ და მუდმივად ცვალებად რეგულაციებს. ინტერესები და მოლოდინები იზრდება, რესურსები კი კვლავ შეზღუდული რჩება.
იხილეთ სრულად
- იურიდიული საოპერაციო მოდელი
- იურიდიული პროცესი
- სამართლებრივი რისკებისა და საკითხების მართვა
- იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი
- იურიდიული ტექნოლოგიები
დელოიტის იურიდიული მართვის საკონსულტაციო მომსახურება შემუშავდა იურისტებისა და დელოიტის სხვადასხვა პროფესიული მიმართულების ექსპერტების მჭიდრო თანამშრომლობით. ამ პროფესიულ მიმართულებებს მიეკუთვნება: ბიზნესის მართვის კონსულტაცია; რისკებთან დაკავშირებული კონსულტაცია; და საგადასახადო მართვის კონსულტაცია.
იურიდიული მართვის საკონსულტაციო მომსახურება არის იმ მოდელებისა და სისტემების ერთობლიობა, რომელიც ეხმარება იურისტებს უფრო ეფექტიანად მართონ დეპარტამენტები და შეასრულონ ბიზნეს გეგმები.
გაეცანით ჩვენს ნაშრომს, რათა გაიგოთ მეტი ამ მიდგომის შესახებ: ცვალებადი სამყარო სამართლისადმი ახალ მიდგომას მოითხოვს.
ჩვენი მომსახურებები მოიცავს:
იურიდიული საოპერაციო მოდელი
გარკვეულმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს იურიდიული საოპერაციო მოდელის გარდაქმნის საჭიროება: შერწყმამ, ახალი აღმასრულებელი დირექტორის ან მთავარი იურისტის დანიშვნამ, ხარჯებთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა ან ბიზნეს სტრატეგიის შეცვლამ შესაძლოა აიძულონ ორგანიზაციები, გადახედონ მათი იურიდიული ფუნქციების გარკვეულ ასპექტებს. დელოიტის იურიდიული სამსახური ეხმარება ორგანიზაციებს, იურიდიული საოპერაციო მოდელის შეცვლაში, იქნება ეს ფართომასშტაბიანი, სრული გარდაქმნა, თუ კონკრეტული სფეროს მიზნობრივი შეფასება.
იურიდიული პროცესი
ორგანიზაციაში ცლილებების გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორები, იურიდიული დეპარტამენტების ახალ შესაძლებლობებს წარმოქმნის. დელოიტის იურიდიული სამსახური ეხმარება კლიენტებს შეაფასონ და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალონ თავიანთი შიდა სამართლებრივი პროცესები. ჩვენი იურიდიული პროცესების მრჩევლები ეხმარებიან კლიენტებს, შეიმუშაონ სისტემური, ინტუიციური და ეფექტიანი პროცესები.

სამართლებრივი რისკებისა და საკითხების მართვა
ბევრი კომპანიისთვის იურიდიული რისკები არ არის მკაფიოდ განსაზღვრული და შეფასებული. ამან შესაძლოა წარმოქმნას დაბრკოლებები, რის შედეგადაც, იურიდიული გუნდები უფრო მეტად დაკავებულნი არიან წარმოშობილ სირთულეებთან გამკლავებით, ვიდრე კრიტიკული იურიდიული რისკების თავიდან აცილების მიზნით რისკების მართვის სტრატეგიების შემუშავებით. კლიენტების იურისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დელოიტის იურიდიული სამსახური გთავაზობთ რისკების მართვის არსებული პროცესის შეფასებას, ხარვეზების ანალიზს და ამ ხარვეზების აღმოფხვრის გზას, მათ შორის პოტენციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას.

იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი
მთავარმა იურისტებმა უნდა მართონ დიდი გამოწვევები მუდმივად ცვალებად გარემოში და ეს უნდა შეძლონ შეზღუდული რესურსებით. დელოიტის იურიდიული სამსახური ეხმარება კლიენტებს შექმნან ისეთი მოდელი, რომლითაც შეძლებენ უფრო მეტი შედეგის მიღწევას ნაკლები რესურსებით, შიდა რესურსების დაბალანსებით ტექნოლოგიებითა და მომსახურების გარე მომწოდებლებით.
ჩვენს გუნდს აქვს ახალი იურიდიული სტრატეგიების ღრმა ცოდნა, რაც მოიცავს გლობალური ან რეგიონალური ფირმების პანელებთან მუშაობას, ალტერნატიული სერვისის პროვაიდერებთან თანამშრომლობასა და ტექნოლოგიების გამოყენებას. ამ სტრატეგიების ჩვენი კლიენტების სპეციფიკურ მიზნებზე მორგებით, დელოიტის იურიდიული სამსახური ეხმარება ორგანიზაციებს, ეფექტიანად დააკავშირონ ამოცანები შესაბამის რესურსებთან, რაც ხელს უწყობს მეტად მოქნილი და ეფექტიანი იურიდიული ფუნქციის შექმნასა და სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ფოკუსირებას.

იურიდიული ტექნოლოგიები
ტექნოლოგიებმა გარდაქმნეს იურიდიული მომსახურების მიწოდების გზები. განმტკიცებული და მუდმივად განვითარებადი ციფრული საშუალებები ხელს უწყობს სამუშაო ჯგუფებს უზრუნველყონ თანმიმდევრულობა და გამჭვირვალობა საზღვრებს მიღმა - უფრო ეფექტიანად, ვიდრე ოდესმე.
ტექნოლოგიები ასევე ხელს უწყობს რისკების შემცირებას, მეტი ეფექტიანობითა და საიმედოობით, რუტინული და განმეორებადი სამუშაოს ავტომატიზაციასა და სამუშაო ძალის გამოთავისუფლებას სტრატეგიული პრიორიტეტებისთვის.
დელოიტის იურიდიულ სამსახურს შეუძლია, დაეხმაროს მთავარ იურისტებს და მათ გუნდებს აირჩიონ და დანერგონ ტექნოლოგიები, რომლებიც მორგებულია მათ თანამშრომლებსა და მიზნებზე.
იურიდიული ლაბორატორიები
ეკონომიკური, ტექნოლოგიური და მარეგულირებელი ნორმების აჩქარებული ცვლილებების ათწლეულმა იურიდიული ლიდერები გამოწვევის წინაშე დააყენა - დაინახონ მათი ბიზნესის დანაყოფებს შორის არსებული უხილავი კავშირები და მიიღონ მათი ორგანიზაციის წინსვლისათვის ბიძგის მიმცემი გადაწყვეტილებები. ჩვენი იურიდიული მართვის საკონსულტაციო გუნდი ხელმძღვანელობს იურიდიულ ლაბორატორიებს, რათა დაეხმარონ კლიენტებს მათი სრული პოტენციალის რეალიზებაში. პროგრესის შემაფერხებელი დაბრკოლებების გადალახვის მიზნით ისინი იყენებენ აპრობირებულ პრინციპებს, რომლებიც აერთიანებს მეცნიერებას ქცევების შესახებ, ანალიტიკას, ტექნოლოგიებსა და ფასილიტაციას.
