worker in factory

სტატია

წარმოება განვითარებისთვის

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში დელოიტ ტუშ ტომაცუ ლიმიტედთან თანამშრომლობით

ინდუსტრიული მრეწველობის მომავლის ანგარიშში იდენტიფიცირებულია რიგი ფაქტორებისა, რომლებიც განაპირობებენ ქვეყნებსა და კომპანიებს შორის კონკურენციის მომავალს. მათ შორის გამოვლინდა 3 უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: ადამიანური რესურსებისა და მათი შესაძლებლობების განვითარება; ინოვაციები და ტექნოლოგიების განვითარება; საჯარო პოლიტიკის სტრატეგიული გამოყენება პოლიტიკოსებსა და ბიზნეს ლიდერებს შორის თანამშრომლობის ხაზგასმით.

ინდუსტრიული მრეწველობის მომავლის ანგარიშში იდენტიფიცირებულია რიგი ფაქტორებისა, რომლებიც განაპირობებენ ქვეყნებსა და კომპანიებს შორის კონკურენციის მომავალს. მათ შორის გამოვლინდა 3 უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: ადამიანური რესურსებისა და მათი შესაძლებლობების განვითარება; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება; საჯარო პოლიტიკის სტრატეგიული გამოყენება, რომელიც ხაზს უსვამს პოლიტიკოსებსა და ბიზნეს ლიდერებს შორის თანამშრომლობას.

წარმოება განვითარებისთვის - მოკლე მიმოხილვა

წარმოება განვითარებისთვის ანგარიში მოიცავს ზემოთხსენებულ ფაქტორებს და შედგება 3 ტომისგან:

  • ტომი 1 (მსოფლიო კონკურენტული პოლიტიკა) ფოკუსირებულია 6 ქვეყანაზე და განსაზღვრავს ეფექტური ეროვნული ინდუსტრიული პოლიტიკის მახასიათებლებს.
  • ტომი 2 (პარტნიორობა კონკურენტუნარიანობისთვის) იკვლევს საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მაგალითებს მსოფლიოს მასშტაბით.
  • ტომი 3 (საწარმოო სარგებლის შექმნის ზრდა) ასახავს სპეციფიკური ინდუსტრიული სექტორების მიერ შექმნილ სარგებელსა და სამუშაო ადგილებს, მათ შორის: კოსმოსური, საავტომობილო, და ქიმიური ნივთიერებების მრეწველობა. 
ტომი 1

„ჩვენი ანგარიში ასახავს მხარდაჭერას ბიზნესისა და მთავრობის მხრიდან, რაც აუცილებელია ინდუსტრიული მრეწველობისთვის პროგრესული, ინოვაციური გარემოს შექმნის მიზნით“ ამბობს ანდრიუ ლივერისი - Dow Chemical Company-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმოება განვითარებისთვის პროექტის გლობალური აღმასრულებელი დამცველი. „წარმოება ქმნის ღირებულებას - ქმნის რა უფრო მეტ სამუშაო ადგილს, ვიდრე სხვა ნებისმიერი სექტორი; ქმნის ინოვაციებს საზოგადოების ყველა სეგმენტში და სთავაზობს სამომხმარებლო გადაწყვეტილებებს, რომელთაგან თითოეული გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ფაქტორია.“ 

ტომი 2

„წარმოება განვითარებისთვის“ ანგარიშის სამტომეულის მიხედვით მსოფლიოს აღმასრულებლები ახორციელებენ სამთავრობო პოლიტიკებს, რომლებიც ამარტივებენ გადასახადებს და მხარს უჭერენ თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას - ძლიერი ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პოლიტიკის და მიზანმიმართული განათლებისა და სამუშაო ძალის მხარდაჭერის პარალელურად. ისინი ასევე მხარს უჭერენ სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ინოვაციების პოლიტიკებს, რომლებიც ავითარებენ მოწინავე სამრეწველო ინდუსტრიას. 

ტომი 3
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?