temporary image

სტატია

პროექტის შემუშავება წარმატებული გარიგებების საწარმოებლად მსოფლიოს მასშტაბით

შერწყმისა და შესყიდვის გარიგებები არასდროს ყოფილა ასეთი რთული და კონკურენტული. თუმცა ეს ყველა მყიდველსა და გამყიდველს ეხება, იაპონურმა კომპანიებმა, რომლებიც ახორციელებენ სულ უფრო რთულ ოპერაციებს ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების გამოყენებას განხორციელებული ინვესტიციებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით.

შერწყმისა და შესყიდვის დარგში საუკეთესო გამოცდილების შესწავლის მიზნით დელოიტის ოფისმა იაპონიაში Mergermarket-თან თანამშრომლობით ჩაატარა სპეციალისტების გამოკითხვა, რომლებიც ახორციელებდნენ შერწყმა-შესყიდვის გარიგებებს იაპონიაში, აშშ-სა და ევროპაში.

რესპოდენტების მოსაზრებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა სრული სურათის წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა არის აუცილებელი გარიგების განხორციელებისთვის, რა მეთოდებია ეფექტური პროცესის მიმდინარეობისას და  რა არის საჭირო მომავალში შერწყმა-შესყიდვის გარიგებების გაუმჯობესებისათვის. 

პროექტის შემუშავება წარმატებული გარიგებების საწარმოებლად მსოფლიოს მასშტაბით
იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?