გადაწყვეტილება

შესყიდვასთან დაკავშირებული წინასაინვესტიციო ანალიზი

დელოიტის გუნდი სთავაზობს სპეციალიზირებულ წინასაინვესტიციო ანალიზისა და შერწყმა-შესყიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კლიენტებს, რომლებიც ფლობენ კორპორატიულ სააქციო ან კერძო კაპიტალს. წინასაინვესტიციო ანალიზი მყიდველს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ობიექტური ინფორმაცია პოტენციურ საინვესტიციო ობიექტსა და ასევე, აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე. ამიტომ ჩვენი ანალიზის შედეგები მეტად მნიშვნელოვანია გამყიდველთან მოლაპარაკებების წარმოების დროს შეძენის ფასთან დაკავშირებით.

ჩვენი დახმარება კომერციული საკითხების გადაწყვეტაში, დაწყებული გარიგების შერჩევიდან და გაფორმებიდან და შესაბამისი წინასაინვესტიციო ანალიზით დასრულებული, მდგომარეობს ჩვენი სპეციალისტების ერთობლივ მუშაობაში, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან კომერციული, საოპერაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტში დეტალური ანალიზის განხორციელების მიზნით, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად აქტივის შეძენასთან და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვეხმარებით კლენტებს, რომლებიც ფლობენ როგორც კორპორატიულ სააქციო, ასევე კერძო კაპიტალს, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი განხორციელებული ოპერაციებიდან სპეციალიზირებული გარიგებების განხორციელების და შესაბამისი მომსახურების გაწევის გზით, მათ შორის წინასაინვესტიციო ანალიზის გატარებით. ჩვენი მიზანი მდგომარეობს, გარიგებების განხორციელების პროცესში წინასაინვესტიციო ფინანსური ანალიზის გარდა, სხვა შესაბამისი მომსახურებების აღმოჩენაში, რომლებიც ეხმარება ჩვენს კლიენტებს კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.

ჩვენი გამოცდილება ემყარება დელოიტის წევრი ფირმების დარგობრივი და ფუნქციონალური ექსპერტების ცოდნას, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ კლიენტებისთვის მომსახურების გაწევის ეფექტური და მოქნილი სისტემა ნებისმიერი სახის გარიგების განხორციელების დროს. 

გაიგეთ მეტი კორპორატიულ ფინანსურ გარიგებებთან დაკავშირებით