გადაწყვეტილება

კონსულტაცია გარიგების გაფორმებისა და ოპერაციების განხორციელების შემდგომ პერიოდში 

ოპერაციების დასრულების შემდგომ, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ დასრულებული ანგარიშის ანალიზი და დაგეხმაროთ გარიგების კორექტირებული ღირებულების დაანგარიშებაში.

გარდა ამისა, ადრეულ ეტაპებზე პროექტში მონაწილეობის შემდეგ, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს საკონსულტაციო მომსახურებას გარიგების შემდგომ პერიოდში, მათ შორის: შერწყმის შემდგომ ინტეგრაციაში დახმარება, გარდამავალ პერიოდში მომსახურების გაწევის შესახებ შეთანხმების გაფორმებაში მხარდაჭერა და სხვა.

ჩვენ ვეხმარებით კლენტებს, რომლებიც ფლობენ როგორც კორპორატიულ სააქციო, ასევე კერძო კაპიტალს, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი განხორციელებული ოპერაციებიდან სპეციალიზირებული გარიგებების განხორციელების და შესაბამისი მომსახურების გაწევის გზით, მათ შორის წინასაინვესტიციო ანალიზის გატარებით. ჩვენი მიზანი მდგომარეობს, გარიგებების განხორციელების პროცესში წინასაინვესტიციო ფინანსური ანალიზის გარდა, სხვა შესაბამისი მომსახურებების აღმოჩენაში, რომლებიც ეხმარება ჩვენს კლიენტებს კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.

ჩვენი გამოცდილება ემყარება დელოიტის წევრი ფირმების დარგობრივი და ფუნქციონალური ექსპერტების ცოდნას, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ კლიენტებისთვის მომსახურების გაწევის ეფექტური და მოქნილი სისტემა ნებისმიერი სახის გარიგების განხორციელების დროს. 

გაიგეთ მეტი კორპორატიულ ფინანსურ გარიგებებთან დაკავშირებით