გადაწყვეტილება

შერწყმისა და შესყიდვის საკონსულტაციო მომსახურება

დღევანდელი მაკროეკონომიკური კლიმატი სრულიად გამორიცხავს გარიგებების თანმხლები მომსახურებების დღემდე აპრობირებულ მიდგომებს და ბიზნესიდან გასვლის „ყოვლისშემძლე“ მულტიპლიკატორებზე ორიენტაციას. დასაწყისიდანვე ჩვენი გუნდი ეყრდნობოდა კონკრეტული შემთხვევების ანალიზს, რომელიც დაფუძნებული იყო კლიენტის ინტერესების/მოტივებისა და კონკრეტული ბიზნესის თავისებურებების საფუძვლიან ცოდნაზე, ასევე რეალურად არსებული (და არა თეორიული) სინერგიებისა და კომპანიის მომავალი საქმიანობის ანალიზზე. ჩვენი სპეციალისტების უნიკალური გამოცდილება სექტორში საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავერკვეთ გარიგებების არსში, კომპანიის ოფისების ფართო ქსელი კი წარმოადგენს ინვესტორების მოძიების შესაძლებლობას მსოფლიოს ყველაზე უფრო შორეულ ადგილებში.

ჩვენი დეპარტამენტის საქმიანობის სფერო მოიცავს რთული ამოცანების გადაწყვეტას შეფასების, ფინანსური მოდელირებისა და ეკონომიკური კონსულტაციის დარგში.

ჩვენი ძირითადი სპეციალიზაცია არის პროექტები, სადაც შეგვიძლია გამოვიდეთ, როგორც დამოუკიდებელი არბიტრი ზეგავლენის განსხვავებულ ჯგუფებს შორის ინტერესთა ბალანსის განსაზღვრის მიზნით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  შერწყმა-შესყიდვის გარიგებების განხორციელების დროს.

ჩვენ გვაქვს პროექტების წარმატებით განხორციელებისა და ფართო სპექტრის კომპანიებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება, ვათანხმებთ და ვიცავთ რა ჩვენს მიერ წარმოდგენილ შედეგებს ნებისმიერ დონეზე - აუდიტორებით დაწყებული, სამთავრობო უწყებებით დასრულებული.

ჩვენ ვართ იმ მცირერიცხოვან საკონსულტაციო კომპანიებს შორის, რომლებიც კარგად იცნობენ დსთ-ს ბაზრის სპეციფიკას. დელოიტის ოფისების ფართო ქსელი კი საშუალებას გვაძლევს დავეყრდნოთ საერთაშორისო გამოცდილებას  განსხვავებული ამოცანების გადაწყვეტისას.

გაიგეთ მეტი კომპანიის ფინანსური კონსულტაციების შესახებ