გადაწყვეტილება

კონსულტაცია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით

იმის მიუხედავად გსურთ ბიზნესის გაყიდვა პროგნოზირებად ფასად, თუ ბიზნესის ყიდვა და მიუხედავად იმისა გეგმავთ ბიზნესის გაყიდვას პროგნოზირებად ფასად თუ ბიზნესის ყიდვას და შესაბამისი დაცვის ზომების მიღებას იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესის ფინანსური მდგომარეობა არ შეესაბამება მოლოდინს, თქვენ უნდა იხელმძღვანელოთ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ფინანსური პირობებით.

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ გარიგების ფასის კორექტირების მექანიზმის შემუშავებისა და ანალიზის გზით, ბიზნესიდან ფულადი სახსრების გამოტანის აკრძალვის კონცეფციის გამოყენებით, ფულადი სახსრების ანგარიშგებისა და ვალების, ასევე სამიზნე წმინდა აქტივებისა და მომავალი გადახდების ზეგავლენის შეფასებით, სამიზნე სამუშაო კაპიტალის დონის განსაზღვრის საკითხებში კონსულტაციით, ხელშეკრულებაში შესატანი ფინანსური ტერმინების განსაზღვრების ანალიზით და ასევე სააღრიცხვო პოლიტიკის, იერარქიული სტრუქტურისა და პროცედურების ანალიზისა და მიმოხილვის გზით.

ჩვენ ვეხმარებით კლენტებს, რომლებიც ფლობენ როგორც კორპორატიულ სააქციო, ასევე კერძო კაპიტალს, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი განხორციელებული ოპერაციებიდან სპეციალიზირებული გარიგებების განხორციელების და შესაბამისი მომსახურების გაწევის გზით, მათ შორის წინასაინვესტიციო ანალიზის გატარებით. ჩვენი მიზანი მდგომარეობს, გარიგებების განხორციელების პროცესში წინასაინვესტიციო ფინანსური ანალიზის გარდა, სხვა შესაბამისი მომსახურებების აღმოჩენაში, რომლებიც ეხმარება ჩვენს კლიენტებს კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.

ჩვენი გამოცდილება ემყარება დელოიტის წევრი ფირმების დარგობრივი და ფუნქციონალური ექსპერტების ცოდნას, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ კლიენტებისთვის მომსახურების გაწევის ეფექტური და მოქნილი სისტემა ნებისმიერი სახის გარიგების განხორციელების დროს. 

გაიგეთ მეტი კორპორატიულ ფინანსურ გარიგებებთან დაკავშირებით