გადაწყვეტილება

მიმწოდებლების დახმარება

წინასაინვესტიციო ანალიზი გამყიდველი მხარის მოთხოვნით

ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს მაღალი ხარისხის, დამოუკიდებელ და ფოკუსირებულ ანგარიშს წარმოებულ წინასაინვესტიციო ანალიზზე. ეს საშუალებას აძლევს კლიენტებს მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია გარიგების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს. მიმწოდებელი, რომელიც ახდენს წინასაინვესტიციო ანალიზის ინიცირებას, ზრდის ღირებულებას და ამცირებს ხარჯებსა  და არასასურველი რისკების აღმოცენების საფრთხეს მომავალში.

მიმწოდებლის დახმარება

პრობლემური და არასტაბილური ბაზრის პირობებში, ხელმძღვანელობა მუდმივად ახორციელებს თავისი სტრატეგიული გეგმების გადახედვას და ასეთი გადახედვის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს აქტივების რეალიზაციის შესაძლებლობის განხილვა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შედეგების ოპტიმიზაცია  შესაძლოა რთული იყოს და მოითხოვდეს დიდ დროს.

მიმწოდებლის დახმარება გულისხმობს ურთიერთდაკავშირებული მომსახურებების სპექტრის შეთავაზებას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თქვენს კომპანიასთან, რათა გამოვავლინოთ და მოვაგვაროთ პრობლემები უშუალოდ მათი აღმოცენების დროს და შემოგთავაზოთ მომსახურებების ის სპექტრი, რომელიც შეესაბამება უშუალოდ თქვენს საჭიროებებს. 

ჩვენ ვეხმარებით კლენტებს, რომლებიც ფლობენ როგორც კორპორატიულ სააქციო, ასევე კერძო კაპიტალს, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი განხორციელებული ოპერაციებიდან სპეციალიზირებული გარიგებების განხორციელების და შესაბამისი მომსახურების გაწევის გზით, მათ შორის წინასაინვესტიციო ანალიზის გატარებით. ჩვენი მიზანი მდგომარეობს, გარიგებების განხორციელების პროცესში წინასაინვესტიციო ფინანსური ანალიზის გარდა, სხვა შესაბამისი მომსახურებების აღმოჩენაში, რომლებიც ეხმარება ჩვენს კლიენტებს კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.

ჩვენი გამოცდილება ემყარება დელოიტის წევრი ფირმების დარგობრივი და ფუნქციონალური ექსპერტების ცოდნას, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ კლიენტებისთვის მომსახურების გაწევის ეფექტური და მოქნილი სისტემა ნებისმიერი სახის გარიგების განხორციელების დროს. 

გაიგეთ მეტი კორპორატიულ ფინანსურ გარიგებებთან დაკავშირებით